Please use this identifier to cite or link to this item: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/134113
Title: გივი გაბლიანი
Keywords: პორტრეტი
გაბლიანი, გივი ეგნატეს ძე (1915-2001)
ეროვნული სამოსი
სამხედრო პირი
Abstract: გივი ეგნატეს ძე გაბლიანი - სამხედრო მოღვაწე, ექიმი, მემუარისტი. დაიბადა სვანი საზოგადო მოღვაწის ეგნატე გაბლიანის ოჯახში. სწავლობდა მედიცინას თბილისში, შემდეგ მიუნხენში. მეორე მსოფლიო ომის იბრძოდა ვერმახტის ქართულ ლეგიონში. მიიღო გერმანიის არმიის ობერლეიტენანტის წოდება და 1943 წ. დაინიშნა აბვერის ქართული ბატალიონის „ტამარა-II“-ის მეთაურად. მისი მეცადინეობით სიცოცხლე შეუნარჩუნდა არაერთ საბჭოთა ქართველ ჯარისკაცს, რომლებიც შემდეგ ვერმახტის ქართულ ქვედანაყოფებში წევრიანდებოდნენ. ომის შემდეგ გადასახლდა ამერიკის შეერთებული შტატებში, დასახლდა ნიუ ჯერსიში, სადაც 1987 წლამდე ექიმად მუშაობდა. გაბლიანის ვრცელი მოგონებები მეორე მსოფლიო ომზე ქართულად ითარგმნა და გამოიცა 1998 წელს. გაბლიანს ცოლად ჰყავდა (1945 წლიდან) ქართველი ემიგრანტის, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრის გრიგოლ ალჩიბაიას ქალიშვილი რუსუდანი (1919—2006). მათი შვილები: გრიგოლი, ვერა და ეთერი აშშ-ში ცხოვრობენ და მოღვაწეობენ.
Description: ფოტოს გადაღების თარიღი უცნობია
Owner: ლევან ურუშაძე
Appears in Collections:ეროვნული ფოტომატიანე

Files in This Item:
File Description SizeFormat 
Givi_Gabliani.jpg745.88 kBJPEGThumbnail
View/Open


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.