Please use this identifier to cite or link to this item: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/1596
Title: საქართველოს რესპუბლიკის განათლების პირველი სამინისტრო
Keywords: ჯგუფური ფოტო
ამონაჭერი
ლასხიშვილი, გ.მ.
ლასხიშვილი, გიორგი (1866–1931)
Abstract: გიორგი ლასხიშვილი – პირველი განათლების სამინისტროს პირველი მინისტრი (1918-1920). ქართველი პუბლიცისტი, რედაქტორი, საზოგადო მოღვაწე, სოციალისტ-ფედერალისტთა ერთ-ერთი ლიდერი. ქართული კლასიკური გიმნაზიის დამთავრების შემდეგ (1885) სწავლობდა ოდესის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, რომელიც არ დაუმთავრებია, დაითხოვეს სტუდენტთა მღელვარებაში მონაწილეობის გამო. გიორგი ლასხიშვილი აქტიური პოლიტიკური მოღვაწეობისათვის რამდენჯერმე იყო დაპატიმრებული და გადასახლებული ციმბირში. საქართველოში დაბრუნების შემდეგ (1894) მუშაობდა "ივერიის" რედაქციაში, სადაც "ლალის" ფსევდონიმით აქვეყნებდა წერილებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ საკითხებზე, თანამშრომლობდა "ნოვოე ობოზრენიეში", "მოამბეში", "კვალში". 1900-დან იყო "ცნობის ფურცელის" ფაქტობრივი რედაქტორი. 1905 წელს პარიზში ყოფნისას იყო გაზეთ "საქართველოს" ერთ-ერთი რედაქტორი. გამოიცა მისი მემუარები - 1934 წელს.
Description: ცენტრში ზის: საქართველოს რესპუბლიკის განათლების პირველი მინისტრი გიორგი ლასხიშვილი სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად.
Appears in Collections:ლუარსაბ ტოგონიძის ფოტოკოლექცია

Files in This Item:
File Description SizeFormat 
ganatlebis pirveli saministro.JPG23.26 MBJPEGThumbnail
View/Open


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.