ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/19952
სათაური: შოთა მელივა. ნიკოლო მელივა. ქანდაკება
Shota Meliva and Nikolo Meliva
სხვა სათაური: ქანდაკება
საკვანძო სიტყვები: აფიშა
ქანდაკება
გამოფენა
მელივა, შოთა
მელივა, ნიკოლო
Meliva, Shota
Meliva, Nikolo
რეზიუმე: ნიკოლო მელივამ 2001-2007 წლებში სამხატვრო აკადემია ქანდაკების სპეციალობით დაამთავრა. მას შემდეგ არაერთ ჯგუფურ გამოფენასა თუ კონკურსში მიუღია მონაწილეობა როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. ნიკოლო მელივას ქანდაკებაში ("სიო", "ქარი", "უსაზღვრო", "ადაპტაცია") შთამბეჭდავია სიჩქარისა და ყველა მიმართულებით მოძრაობის გამოხატვის ფორმები. ქანდაკებით დაინტერესება შემთხვევითი არ არის. ეს ნიჭი ნიკოლოს მამისგან გამოყვა. შოთა მელივა (სამხატვრო აკადემია ქანდაკების სპეციალობით 1983 წელს დაამთავრა) უკვე წლებია, ამ საქმეს წარმატებით ემსახურება. მისი ადრეული პერიოდის ნამუშევრები რუსთავის რამდენიმე სკვერს ამშვენებს. ბოლო პერიოდის შემოქმედება, ძირითადად რელიეფი, გამორჩეულია როგორც შინაარსით, ისე შესრულების ტექნიკითა და მასალით. ავტორმა პოლიესტერისა და მინა-ბოჭკოსგან დიდი ადამიანების პორტრეტებისა და მითოლოგიური და რელიგიური სიუჟეტების შთამბეჭდავი რელიეფური გამოსახულებები შექმნა. ყველასგან გამორჩეულია შოთა მელივას მიერ შემუშავებული ორიგინალური ტექნიკით შესრულებული მინის ქანდაკებები: "მოლოდინი", "ევროპის მოტაცება", "აბრეშუმის გზა".
აღწერილობა: შოთა და ნიკოლო მელივების გამოფენა საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში
მფლობელი: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა
შესულია კოლექციებში:ეროვნული ბიბლიოთეკის პლაკატების კოლექცია

ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი აღწერილობა ზომაფორმატი 
meliva.jpg130.04 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა


საავტორო უფლება