Please use this identifier to cite or link to this item: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/2338
Title: ნიკო სულხანიშვილი მეუღლესთან ერთად
Keywords: ჯგუფური ფოტო
ამონაჭერი
სულხანიშვილი, ნიკო (1871-1919)
Abstract: ნიკო სულხანიშვილი - კომპოზიტორი. ნიკო სულხანიშვილმა საფუძველი ჩაუყარა ქართულ პროფესიულ საგუნდო მუსიკას და შექმნა ამ ჟანრის პირველი კლასიკური ნიმუშები, რომლებშიც ღრმა იდეური შინაარსი დასრულებული მხატვრული ფორმითაა გამოხატული. მას ფართო პროფესიული განათლება არ მიუღია. იგი თვითნასწავლი კომპოზიტორია, რომელსაც არ დაუმთავრებია არც სამუსიკო სკოლა და სასწავლებელი და არც კონსერვატორია. ის ერთადერთი, რამაც იგი მუსიკასთან აზიარა, იყო მისი განუმეორებელი ხმა, რომლის წყალობითაც იგი ბავშვობიდანვე დაუკავშირდა ქართულ ხალხურ სიმღერასა და უშუალოდ ქართული ხალხური მუსიცირების ფორმებს. ნიკო სულხანიშვილი ცნობილი იყო, როგორც მომღერალი და სახალხო გუნდის ლოტბარი. მისი კარგად მომზადებული გუნდი მრავალი წლის განმავლობაში პოპულარიზაციას უწევდა ხალხურ მუსიკას. მათ კონცერტებს საზოგადოება აღტაცებაში მოჰყავდა.
Description: ორიგინალის ზომა: 73x88.
Appears in Collections:ლუარსაბ ტოგონიძის ფოტოკოლექცია

Files in This Item:
File Description SizeFormat 
Sulxanishvili_N_recto.jpgრექტო297.93 kBJPEGThumbnail
View/Open
Sulxanishvili_N_verso.jpgვერსო110.88 kBJPEGThumbnail
View/Open


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.