Please use this identifier to cite or link to this item: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/238905
Title: მოსაწვევი – ანტონ ლორთქიფანიძის დაბადებიდან 165 წლის იუბილე
Other Titles: ანტონ ლორთქიფანიძის დაბადებიდან 165 წლის იუბილისადმი მიძღვნილი მოსაწვევი ბარათი
Authors: ღაჭავა, გელა
Keywords: მოსაწვევი ბარათი
ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკა
იუბილე
ლორთქიფანიძე, ანტონ ნიკოლოზის ძე (1847-1894)
ბიბლიოთეკის მესაძირკვლე
Issue Date: 27-Jun-2012
Abstract: ანტონ ნიკოლოზის ძე ლორთქიფანიძე (1847-1894, თბილისი) - ქართველი საზოგადო მოღვაწე, დაიბადა გოჩა-ჯიხაიშში, სწავლობდა ქუთაისის ვაჟთ კლასიკურ გიმნაზიაში. 1872 წელს დაამთავრა ოდესის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, ქუთაისის საბჭოს ხმოსანი დეპუტატი, ქალაქის თავის მოადგილე. 1873 წელს ქუთაისში დაარსა კერძო ბიბლიოთეკა, რითაც საფუძველი ჩაუყარა დღევანდელ ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკას. ქუთაისში ჩამოაყალიბა სცენისმოყვარულთა საზოგადოება, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის შექმნაში. მეუღლესთან, ელენე (დიოლა) ყიფიანთან (დიმიტრი ყიფიანის ქალიშვილი) ერთად აქტიურად საქმიანობდა ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის (ქართული გიმნაზია) ღარიბ მოსწავლეთა კომიტეტში. ანტონ ლორთქიფანიძე დაკრძალულია ქუთაისში, უქიმერიონის გორაზე, წმინდა გიორგის ეკლესიაში, მეუღლესთან ერთად.
Description: ანტონ ლორთქიფანიძის დაბადებიდან 165 წლის იუბილისადმი მიძღვნილი მოსაწვევი ბარათი
Owner: ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკა
Appears in Collections:ქალაქ ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკა

Files in This Item:
File Description SizeFormat 
antonis iubile 12-1.jpg137.19 kBJPEGThumbnail
View/Open
antonis iubile 12-3.jpg30.4 kBJPEGThumbnail
View/Open
antonis iubile 12-2.jpg35.06 kBJPEGThumbnail
View/Open


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.