Please use this identifier to cite or link to this item: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/2435
Title: ლევან და პეტრე კონსტანტინეს ძე ზუბალაშვილები
Keywords: პორტრეტი
ამონაჭერი
ზუბალაშვილი, ლევან (1853-1914
ზუბალაშვილიი, პეტრე (1862-1903)
Abstract: ზუბალაშვილები - ქართველი ქველმოქმედნი და მოღვაწენი, მრეწველები და ვაჭრები. მათი წარმომადგენლები ქართულ საისტორიო საბუთებში XVII საუკუნის 80-იანი წლებიდან გვხვდებიან. შემდგომში ისინი ფართოდ ებმებიან ვაჭრულ-ხელოსნურ და კულტურულ საქმიანობაში. ბევრმა მათგანმა კათოლიკობა მიიღო. ვახტანგ VI-ის დროის მოღვაწე მღვდელი გიორგი, სარწმუნოებით მართლმადიდებელი, მწიგნობარი და ქართული სტამბის გახსნის მონაწილე იყო. შემდეგში ვახტანგს გაჰყვა რუსეთში. ერეკლე II-ის დროს მოღვაწე რომანოზმა კარგად იცოდა სასტამბო საქმე, ერეკლეს გარდაცვალების შემდეგ იმერეთში გადასახლდა და იქ განაგრძო წიგნების ბეჭდვა (1811-მდე). მისი საქმიანობა გააგრძელეს მისმა შვილებმა დავითმა და გიორგიმ. საქართველოს რუსეთთან შეერთების შემდეგ ქვეყნის კაპიტალისტურ განვითარებასთან დაკავშირებით ზუბალაშვილები დაწინაურდნენ. ფართო ვაჭრობას ეწეოდა ჩრდილოეთ კავკასიაში, თურქეთში, ირანსა და ინდოეთში სტეფანე ზუბალაშვილი. 1808 იგი ინდოეთში მცხოვრებ სომეხ და ქართველ ვაჭრებს დაუახლოვდა და 1815 იქ დასახლდა საცხოვრებლად. XIX საუკუნის 20-იან წლებში სავაჭრო საქმიანობაში დაწინაურდნენ დავითი, გრიგოლი და მიხეილი, რომლებმაც რუსეთში გააჩაღეს ვაჭრობა. განსაკუთრებით გამოიჩინა თავი დიდმა ვაჭარმა და მრეწველმა იაკობ ივანეს ძე ზუბალაშვილმა (1792-1864). მას არყის სახდელი ჰქონდა ქუთაისში და მის მიდამოებში. 1837 თბილისში საფუძველი ჩაუყარა ამხანაგობას, რომელმაც დააარსა ამიერკავკასიაში პირველი შაქრის ქარხანა. ქარხნის მაქსიმალურმა მწარმოებლურობამ 186 ათ. მანეთს მიაღწია. აქ 50 დაქირავებული მუშა და 10-ზე მეტი ოსტატი და ზედამხედველი მუშაობდა. ქარხანამ 7-8 წელი იარსება და დაიხურა უმთავრესად რუსეთიდან შემოტანილი თავი შაქრის კონკურენციისა და ადგილობრივი ნედლეულობის გამო. 60-70-იან წლებში ცნობილი იყო კონსტანტინე იაკობის ძე ზუბალაშვილი (1828-1901), რომელმაც დაამთავრა კეთილშობილთა სასწავლებელი, შევიდა სამხედრო სამსახურში და მონაწილეობდა დაღესტნის ბრძოლებში. 1850 მიიღო შტაბის კაპიტნის ხარისხი. 1856 ავადმყოფობის გამო თავი დაანება სამხედრო სამსახურს და ხელი მიჰყო კომერციას. ფინანსური დახმარებას უწევდა კათოლიკურ და ქართულ სკოლებს, გაზეთებს. სტეფანე, პეტრე და იაკობ ზუბალაშვილების მიერ გაღებული თანხით აშენდა თბილისში "სახალხო სახლი" - ქართული თეატრის შენობა, თავადაზნაურთა გიმნაზიის შენობა, კათოლიკური ეკლესია ბათუმში, ბევრმა ქართველმა ახალგაზრდამ მიიღო უმაღლესი განათლება რუსეთსა და უცხოეთში
Appears in Collections:ლუარსაბ ტოგონიძის ფოტოკოლექცია

Files in This Item:
File Description SizeFormat 
Zubalahvilebi_recto.jpg252.35 kBJPEGThumbnail
View/Open


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.