ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/29318
სათაური: ალექსანდრე (სანდრო) ჟორჟოლიანი
საკვანძო სიტყვები: პორტრეტი
ჟორჟოლიანი, ალექსანდრე (სანდრო) მაქსიმეს ძე (1888–1969)
მსახიობი
ამონაჭერი
რეზიუმე: ალექსანდრე ჟორჟოლიანი – ქართველი მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი. 1911 წელს დაამთავრა ოდესის უნივერსიტეტის ისტორიულ-ფილოლოგიური ფაკულტეტი. ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას ბაქოსა და თბილისში, ამავე დროს აქტიურად მონაწილეობდა ქართველ სცენისმოყვარეთა დასის სპექტაკლებში. 1921 წლიდან მოღვაწეობდა ქართული დრამის (შემდგომში რუსთაველის სახელობის) თეატრში. იყო მდიდარი შემოქმედებითი ბუნების მსახიობი. 1928 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე ჟორჟოლიანი მოღვაწეობდა კ. მარჯანიშვილის სახელობის თეატრში. მარჯანიშვილთან მუშაობის დროს გაიარა შესანიშნავი სამსახიობო სკოლა, ჩამოყალიბდა, როგორც ბრწყინვალე კომიკოსი. სანდრო ჟორჟოლიანის აქტიორული ხელოვნება გამოირჩეოდა ფსიქოლოგიური სიღრმით, გრძნობისა და განცდის უშუალობით, უბრალოებით, დიდი სცენური მომხიბვლელობით, მხატვრული ტაქტით, გულწრფელობით. მის მიერ შექმნილ უნიკალურ სცენურ სახეებს კომიზმთან ერთად ხშირად თან ახლდა ლირიზმი, პოეტურობა, სევდა, სიკეთე. 1925 წლიდან ჟორჟოლიანს აქტიურად იღებენ კინოშიც. აღსანიშნავია მისი ნამუშევრები: იმერელი თავადი ("სამანიშვილის დედინაცვალი"), მოსე მწერალი ("დარიკო"), კოსტაია ("ნარინჯის ველი"), მაჭანკალი არისტო ("დაკარგული სამოთხე"), სანდრო ("აბეზარა"), ილიკო ("მე, ბებია, ილიკო და ილარიონი"), ედემიკა ("მე ვხედავ მზეს") და სხვა. დიდი პოპულარობით სარგებლობდა ჟორჟოლიანი როგორც ესტრადის მსახიობი.
მფლობელი: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა
შესულია კოლექციებში:ლუარსაბ ტოგონიძის ფოტოკოლექცია

ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი აღწერილობა ზომაფორმატი 
Jorjoliani_68.jpgრექტო180.75 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა
Jorjoloani_A._verso.jpgვერსო30.02 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა


საავტორო უფლება