ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/34628
სათაური: ომის ხიბლი
სხვა სათაური: Cnarms of War by Abdalla Omari
საკვანძო სიტყვები: გამოფენა
ომის ხიბლი
ომარ, აბდალა
აფიშა
Exhibition
Charms of War
Omari, Abdalla
გამოცემის თარიღი: 2013
რეზიუმე: აბდალა ომარ – სირიელი მხატვარი და რეჟისორი, დაიბადა 1986 წელს, დამასკოში. 2009 წელს ომარმა ერთდროულად დაამთავრა ადჰამ ისმაილის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ინსტიტუტი და დამასკოს უნივერსიტეტი, სადაც მიიღო სამეცნიერო ხარისხი ინგლისურ ლიტერატურაში. სწავლის დროს ომარი თავადაც ქმნიდა ფილმებს, ასევე, მონაწილეობდა ანიმაციურ ფილმებში, სერიალებსა და ვიდეოარტებში. მათ შორისაა სირიელი რეჟისორის მვაფაქ კატის ფილმი „მეთერთმეტე მცნება". 2010 წელს ომარ აბდალას ნამუშევრები წარდგენილი იყო დამასკოს კინოს საერთაშორისო ფესტივალზე. სწავლის დამთავრების შემდეგ ომარ აბდალა მონაწილეობდა არაერთ გამოფენაში, აუქციონსა და ფესტივალში სირიაში, ლიბანში, არაბთა გაერთიანებულ საემიროებში, საფრანგეთში, გაერთიანებულ სამეფოში, დანიაში, გერმანიაში, პოლონეთში და სხვ.
აღწერილობა: სირიელი მხატვრის, აბდალა ომარის გამოფენა საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში; აფიშაზე დაბეჭდილია მხატვრის ერთ–ერთი ნამუშევრის რეპროდუქცია
მფლობელი: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა
შესულია კოლექციებში:ეროვნული ბიბლიოთეკის პლაკატების კოლექცია

ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი აღწერილობა ზომაფორმატი 
Omis_Xibli.jpg1.97 MBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა


საავტორო უფლება