Please use this identifier to cite or link to this item: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/350494
Title: "საჩინოს" სასახლე. თბილისი - Тбилиси. Замковая усадьба «Сачино»
Other Titles: საქართველოს ქალაქები
საქართველოს არქიტექტურა
არქიტექტურა
Authors: Полякова, В.
Keywords: ღია საფოსტო ბარათი
თბილისი
Тбилиси
"საჩინოს" სასახლე
Замковая усадьба «Сачино»
დარეჯანის სასახლე
Issue Date: 1982
Publisher: საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის გამომცემლობა - Издательство Центрального Комитета Компартии Грузии
Series/Report no.: 13651;
Abstract: დარეჯანის სასახლე (საჩინო) თბილისში, ურბნისის ქუჩაზე მდებარეობს. იგი აგებულია 1776 წელს ერეკლე II-ის მეუღლის, დარეჯან დედოფლისთვის. ძეგლი ნაწილობრივ გადაკეთებულია XIX ს-ში. იგი დაშენებულია ქალაქის გალავნის ბურჯზე. XVIII ს 70-იან წლებში დედოფალ დარეჯანს, ძველი ციხის ნანგრევებზე, სასახლე და წმიდა ირაკლისა და წმიდა დარიას სახელობის კარის ეკლესია აუგია. მომდევნო პერიოდში ეკლესია მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის მონასტრად გადაკეთდა. მონასტერს „დარიის მონასტერს“, სასახლეს კი „საჩინოს“ უწოდებენ. დარეჯან დედოფლის პეტერბურგში გადასახლების შემდეგ, სასახლე და ეკლესია ეგზარქოსმა თეოფილაქტემ შეიძინა და აქ სასულიერო სემინარია და სამრევლო სკოლები მოაწყო. კომუნისტური რეჟიმის დროს მონასტერმა ფუნქციონირება შეწყვიტა. XX საუკუნის 70-იან წლებში აქ 26 კომისრების რაიონული მუზეუმი მოთავსებულა. გარკვეული დროის განმავლობაში ეკლესიას საწყობადაც იყენებდნენ. შემდეგ აქ ერთი მსახიობის თეატრი დაარსდა და 90-ან წლებამდე თეატრალური წარმოდგენები იმართებოდა. 1991 წლიდან ეკლესია საპატრიარქოს გამგებლობაში გადავიდა. ეკლესია და სასახლე სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობებთან ერთად ერთიან არქიტექტორულ კომპლექსს წარმოადგენდა, რომელიც ქვის გალავნით ყოფილა შემოსაზღვრული. სასახლის კოშკის ქვედა ნაწილი ნაგებია ნატეხი ქვით, წყობაში ფენებად დატანებულია კვადრატული აგური. ყურადღებას იპყრობს ლამაზი, დეკორატიული აივანი რომელიც კოშკის ზედა ნაწილს შემოუყვება და მხატვრულობას სძენს ძეგლს. აივნიდან ქალაქის შესანიშნავი ხედი იშლება.
Description: "საჩინო", - საქართველოს გმირი მეფის, ერეკლე II ბაგრატიონის მეუღლის, დედოფალ დარეჯნის სასახლე, - ისანში მდებარეობს, მეტეხის ეკლესიის სიახლოვეს. სასახლის მრგვალი აივანი მოხდენილად აგვირგვინებს ისნის ციხის ძველი გალავნის ერთერთ ბურჯს და სხვადასხვა ადგილიდან აღიქმება. სასახლე აშენდა 1776 წელს. ამ პერიოდშივეა აგებული სასახლის ეკლესიაც. დედოფლის პეტერბურგში გადასახლების შემდეგ, აქ ჯერ ფერისცვალების მონასტერი, შემდეგ კი 1862 წლიდან სასულიერო პირთა შვილებისათვის განკუთვნილი სემინარია იყო. დროთა განმავლობაში საჩინოს (თვალსაჩინო, თვალწარმტაცი) სასახლეში ბევრი რამ დაინგრა და გადაკეთდა. თუმცა, 1980-იან წლებში ჩატარებული რესტავრაციისას სასახლე გაიწმინდა გვიანდელი მინაშენებისგან. ამჟამად საჩინოს სასახლე და მიმდებარე ტერიტორია ფერისცვალების დედათა მოსანტერს უკავია. სასახლის არქიტექტურა თბილისის საცხოვრებელი სახლებისათვის დამახასიათებელ ღია ხის აივანის მოტივს ავითარებს და მნიშვნელოვან დომინანტს ქმნის მტკვრის მარჯვენა სანაპიროს ისტორიულ განაშენიანებაში.
Owner: ლოლიტა ჭოლაძე
Appears in Collections:ქალაქ ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკა

Files in This Item:
File Description SizeFormat 
BARATI 0088 a.jpgრექტო214.8 kBJPEGThumbnail
View/Open
BARATI 0088 b.jpg29.19 kBJPEGThumbnail
View/Open


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.