Please use this identifier to cite or link to this item: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/351499
Title: თბილისი. ვახტანგ გორგასლის ძეგლი - Твилиси. Памятник Вахтангу Горгасали
Other Titles: საქართველოს ქალაქები
საქართველოს ხუროთმოძღვრება
ძეგლი
Authors: Полякова, В.
Keywords: ღია საფოსტო ბარათი
თბილისი
ТБИЛИСИ
ვახტანგ გორგასლის ძეგლი
Памятник Вахтангу Горгасали
Issue Date: 1982
Publisher: საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის გამომცემლობა - Издательство Центрального Комитета Компартии Грузии
Series/Report no.: 13651;
Abstract: ვახტანგ გორგსალის ძეგლი დაიდგა 1959 წელს, განსაკუთრებული წვლილი ვასილ პავლეს ძე მჟვანაძეს მიუძღვის, იმ პერიოდში საკმაოდ სარისკო იყო, ქართველ მეფეთა და გმირთა პატივისცემა დანაშაულადაც კი ითვლებოდა. მოქანდაკე ელგუჯა ამაშუკელი. კონკურსში მონაწილეობდა ახალი თაობის ლამის ყველა მოქანდაკე, მათ შორის ისინი, ვინც, სულ მალე, „ქართული ქანდაკების“ ახალ ეპოქას შექმნიან: ელგუჯა ამაშუკელი, მერაბ ბერძენიშვილი, გოგი ოჩიაური, ირაკლი ოჩიაური, გურამ კორძახია, გ. გიგაური, ჯუნა მიქატაძე და სხვ. განხილვა ფილარმონიის საზაფხულო დარბაზში მოეწყო. გორგასლის ძეგლის კონკურსში წარდგენილი პროექტების ემოციურ განხილვებში აქტიურად ყოფილა ჩართული გურამ რჩეულიშვილიც, რომელსაც, მისივე თქმით, პირველივე ნახვისთანავე გაუკეთებია არჩევანი ელგუჯა ამაშუკელის პროექტის სასარგებლოდ. „მარინე [მწერლის და] და მე ლაპარაკით წავედით გორგასლის გამოფენაზე. პირველადვე თვალში მოგვხვდა მხედარი, ოთხივე ფეხით დასობილ ცხენზე მჯდარი, გამართული, დოინჯით, ცალი ხელი ოთხკუთხად მაღლა აწეული - ნამდვილი მპყრობელი, დამაარსებელი, კეთილშობილი. უცებ აგვიყვანა მეც და მარინეც. მარინემ უცებ მოუძებნა მის ქებას სწორი შესატყვისები - სავსეა, მთლიანობის შეგრძნებაა, ვერ იტყვი, რომ ასეთი ხასიათი აქვს, ან ისეთი, უბრალოდ მთლიანად არის მეფე! მე სწრაფად გავერკვიე ფრაზებში და ორ-სამ კაცს მაღალ ტონში მოვუყევი ჩემი აზრი“. (გ. რჩეულიშვილი. ჩანაწერები. 1956-1960 წწ. გამომცემლობა „ინტელექტი“, 2012 წ). მეტეხის კლდეზე შემდგარი ვახტანგ გორგასალი მოსწონს ყველას, ვისაც აზრიანი სილამაზის აღქმა შეუძლია. აღარავინ კამათობს მის იდეურ რაობასა და მხატვრულ ღირებულებაზე. ხელოვნებათმცოდნეები, მოქანდაკეები, არქიტექტორები, ადგილობრივები თუ ტურისტები - ყველანი თანხმდებიან, რომ ვახტანგ გორგასალი დგას ისე, როგორც უნდა იდგეს და დგას იქ, სადაც უნდა იდგეს და სადაც, ასე გგონია, რომ თბილისის დაარსების დღიდან დგას ფეხმოუცვლელად!
Description: ღია ბარათების კომპლექტი - 18 ცალი
Owner: ლოლიტა ჭოლაძე
Appears in Collections:ქალაქ ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკა

Files in This Item:
File Description SizeFormat 
BARATI 0080 b.jpgვერსო38.55 kBJPEGThumbnail
View/Open
BARATI 0080 c.jpgვერსო60.2 kBJPEGThumbnail
View/Open
BARATI 0080 d.jpgვერსო62.77 kBJPEGThumbnail
View/Open
BARATI 0080 a+.jpgრექტო154.35 kBJPEGThumbnail
View/Open


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.