ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/35884
სათაური: წერილი დავით საღირაშვილისადმი
ავტორები: აფხაზი, გიორგი
საკვანძო სიტყვები: საღირაშვილი, დავით ალექსის ძე (1887-1962)
წერილი
ღია ბარათი
ემიგრანტი
ემიგრაცია
რომი
იტალია
აფხაზი, გიორგი
ხელნაწერი
გამოცემის თარიღი: 6-Aug-1952
რეზიუმე: დავით ალექსის ძე საღირაშვილი – ქართველი სამხედრო, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე. სოციალ-დემოკრატი. 1908-1910 წწ. იბრძოდა სპარსეთში. რევოლუციური საქმიანობისთვის რამდენჯერმე იყო დაპატიმრებული და გადასახლებული. პირადად იცნობდა სტალინს. 1918 წელს არჩეულ იქნა საქართველოს ეროვნული გვარდიის მეთაურის მოადგილედ. 1920 წელს, გრიგოლ ურატაძესთან ერთად მონაწილეობდა რუსეთ-საქართველოს სამშვიდობო მოლაპარაკებებში, რომელიც 7 მაისის ე.წ. "მოსკოვის ხელშეკრულებით" დაგვირგვინდა. გასაბჭოების შემდეგ, ბოლშევიკებმა დააკავეს და მეტეხის ციხეში 16 თვიანი პატიმრობის შემდეგ, 1922 წელს, 61 სხვა პატიმართან ერთად გერმანიაში გაასახლეს. 1927 წლიდან უპარტიო. აქტიურად თანამშრომლობდა ემიგრანტულ პრესასთან. 1957-1958 წლებში, მიუნხენში არჩილ მეტრეველთან ერთად გამოსცემდა გაზეთს "სამშობლოს განთავისუფლებისათვის". გიორგი აფხაზი – ქართველი ემიგრანტი.
აღწერილობა: დაწერილია ღია ბარათზე, ტექსტი – ხელნაწერი, ქართულ ენაზე. გაგზავნილია რომიდან. მოხსენიებული პირი: კერესელიძე.
მფლობელი: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა
შესულია კოლექციებში:დავით საღირაშვილის არქივი

ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი აღწერილობა ზომაფორმატი 
23.4(2)_recto.jpgრექტო749.95 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა
23.4(2)_verso.jpgვერსო289.86 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა


საავტორო უფლება