Please use this identifier to cite or link to this item: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/363878
Title: წყალტუბი, სანატორიუმი «ცენტროსოიუზი»
Other Titles: საქართველოს კურორტები
საქართველოს ქალაქები
Authors: Панова, В.
Keywords: ღია საფოსტო ბარათი
წყალტუბო
Цхалтубо
სანატორიუმი «ცენტროსოიუზი»
Санаторий «Центросоюз»
კურორტი
იმერეთის მხარე
Issue Date: 1983
Publisher: «Планета»
Abstract: წყალტუბო მსოფლიო მნიშვნელობის კურორტია. იგი დასავლეთ საქართველოში მდებარეობს, ქუთაისიდან 7 კმ-ით არის დაშორებული, თბილისიდან – 250 კმ-ით, ხოლო შავი ზღვიდან - 70 კმ-ით, იგი ზღვის დონიდან 95-120 მ-ზე მდებარეობს. თუ კი სადმე მართლაც არსებობს ნამდვილი და არა ზღაპრული უკდავების წყარო - იგი აქ, წყალტუბოში ამოსჩქეფს დედამიწის გულიდან. აქ მოჰყავთ ადამიანები, რომლებიც იმდენად არიან შეპყრობილი დაავადებებით, რომ დამოუკიდებლად ნაბიჯის გადადგმაც კი არ შეუძლიათ. გაივლიან თუ არა სამკურნალო კურსს, რომელიც 25-30 აბაზანისგან შესდგება, მათ ავიწყდებათ რომ წყალტუბოში საკაცით ჩამოიყვანეს. წყალტუბოს სამკურნალო წყალი დიდი ხანია გახდა ჯანსაღი ცხოვრების სიმბოლო. ბუნების ამ უნიკალურ საჩუქარს ტყუილად როდი უწოდეს "უკვდავების წყარო". ადამიანის ორგანიზმზე კურორტის წყლების ნაყოფიერი ზემოქმედება ცნობილია უხსოვარი დროიდან. დღეისათვის კი თანამედროვე სამკურნალო-სარეაბილიტაციო დანადგარები გვაძლევს მკურნალობის, პროფილაქტიკისა და ორგანიზმის ტონუსის ამაღლების საშუალებას.
Description: წყალტუბო იმერეთის მხარეში მდებარე მუნიციპალიტეტია. მის ტერიტორიაზე ადამიანი ჯერ კიდევ ქვის ხანაში სახლობდა, რასაც გათხრების შედეგად აღმოჩენილი მრავალი ნამოსახლარი ადასტურებს. თეთრ მღვიმეში ნაპოვნია კავკასიაში ყველაზე ადრეული იარაღი-სპილენძის ისრის პირი, რომელიც ძველი წელთაღრიცხვის მე-4 მე-5 ათასწლეულით თარიღდება. წყალტუბო გამორჩეული რაიონია ბუნების სილამაზითა და ისტორიულ - კულტურული ძეგლების სიმრავლით. აქ ნახავთ ციხე სიმაგრეებს, შუასაუკუნეების ტაძრებს და მეფეთა სასახლის ნაშთებს. რაიონის ბუნება დიდ შთაბეჭდილებას ახდენს მნახველზე მწვანეში ჩაფლული ლურჯი ტბებითა და ზღაპრული მღვიმეებით, რომელთა მილიონობით წლის სტალაგმიტები და სტალაქტიდები ისეთ ჯადოსნურ სამყაროს ქმნიან, რომ რთულია ცოტათი მაინც არ დაეჭვდე მათ რეალურობაში. მსოფლიოში ცნობილია სათაფლიის სახელმწიფო ნაკრძალი დინოზავრის ნაკვალევით, სადაც რეალურ იურული პერიოდის პარკში აღმოჩნდებით. მუნიციპალიტეტის ეკონომიკის წამყვანი დარგი ტურიზმია. განსაკუთრებულ როლს ასრულებს კურორტი წყალტუბო, რომელიც სამკურნალო თერმული წყლებით განთქმულია. სოფლის მეურნეობაში ძირითადად მებოსტნეობა, მეხილეობა და მემარცვლეობაა განვითარებული.
Owner: ლოლიტა ჭოლაძე
Appears in Collections:ქალაქ ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკა

Files in This Item:
File Description SizeFormat 
BARATI 0096 b.jpgვერსო53.98 kBJPEGThumbnail
View/Open
BARATI 0096 a.jpgრექტო169.53 kBJPEGThumbnail
View/Open


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.