ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/364354
სათაური: ბორჯომი. ს. ორჯონიკიძის სახელობის მინერალური წყლების პარკი
სხვა სათაური: საქართველოს კურორტები
საქართველოს ქალაქები
ავტორები: Панова, В.
საკვანძო სიტყვები: ღია საფოსტო ბარათი
ბორჯომი
БОРЖОМИ
ს. ორჯონიკიძის სახელობის მინერალური წყლების პარკი
Парк минеральный вод имени С. Орджоникидзе
კურორტი
სამცხე-ჯავახეთის მხარე
გამოცემის თარიღი: 1984
გამომცემელი: «Планета»
რეზიუმე: „ბორჯომი“ -- ვულკანური წარმოშობის მინერალური წყალი ამავე სახელწოდების ქალაქი-კურორტიდან, საქართველოში, რომელიც ბუნებრივი მონაცემებით 1500 წელზე მეტს ითვლის. მრავალი წლის განმავლობაში სარგებლობდა უდიდესი პოპულარობით რუსეთის იმპერიაში, ყოფილ სსრკ-ში და მის გარეთაც. ბორჯომის წყალი დედამიწის ზედაპირზე ამოდის 8–10 კილომეტრის სიღრმიდან, ბუნებრივი გაზის, ნახშირბადის დიოქსიდის წნევის მეშვეობით. ბევრი სხვა მინერალური წყლისგან განსხვავებით, ვერ ასწრებს მიწის ქვეშ გაციებას და ზედაპირზე ამოდის თბილი სახით (38-41 °С), რომელიც „გზადაგზა“ მდიდრდება კავკასიონის მთებში არსებული სხვადასხვა მინერალის კომპოზიციით. ბორჯომის წყლის კვლევის შედეგები აჩვენებენ, რომ მის ფორმირებაში მონაწილეობენ სიღრმისეული მინერალიზებული, თანამედროვე მტკნარი და დაბალი მინერალიზაციის წყლები. 1990-იანი წლების დასაწყისში ჩატარებულმა გამოკვლევებმა ცხადყვეს, რომ „ბორჯომი“, წყალბადის იზოტოპების შეფარდებით, კარდინალურად განსხვავდება სხვა მინერალური წყლებისგან.
აღწერილობა: ბორჯომის მინერალური წყლების საბადო კავკასიონის მესხეთის ქედის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს, ზღვის დონიდან 760–920 მეტრის აბსოლუტურ სიმაღლეზე. „ბორჯომი“ მოიპოვება 9 ჭაბურღილიდან, რომელთა სიღრმეა 1200–1500 მეტრი. „ბორჯომის“ საბადოების დაზვერვა მიმდინარეობდა 1927 წლიდან. სულ, 1982 წლამდე, გაჭრილ იქნა 18,4–დან 1502 მეტრამდე სიღრმის 57 ჭაბურღილი. დაზვერვითი სამუშაოების დაწყებამდე საბადოს ცენტრალურ ნაწილში მოქმედებდა მხოლოდ ორი წყარო: კავკასიის მთავარმართებელ ევგენი გოლოვინის (Евгеньевский) და მისი ქალიშვილის, ეკატერინეს სახელობისა (Екатерининский), რომელიც წყალმა განკურნა. 1957–1978 წლებში ჩატარებული საბურღი სამუშაოების შედეგად ბორჯომის საბადოების საზღვრები მნიშვნელოვნად გაფართოვდა, გამოვლინდა ახალი საექსპლუატაციო უბნები და მნიშვნელოვნად გაიზარდა ბორჯომის წყლის მარაგები. ამის წყალობით საბჭოთა კავშირის პერიოდში წარმოება 400 მილიონ ბოთლამდე გაიზარდა. დღეს ბორჯომის ხეობაში სამი საექსპლუატაციო უბანია: ცენტრალური (ქალაქ ბორჯომის ფარგლებში), ლიკანის (დაბა ლიკანის ტერიტორიაზე) და ვაშლოვანი–ყვიბისის (სოფლების – ვაშლოვანისა და ყვიბისის ტერიტორიებზე). ამ უბნებზე განლაგებულია 9 საექსპლუატაციო ჭაბურღილი. კიდევ 13 ჭაბურღილი გამოიყენება თვითონ საბადოს რეგულარული მონიტორინგისთვის (წყლის დონე, წნევა, ტემპერატურა და სხვა).
მფლობელი: ლოლიტა ჭოლაძე
შესულია კოლექციებში:ქალაქ ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკა

ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი აღწერილობა ზომაფორმატი 
BARATI 0115 b.jpgვერსო49.59 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა
BARATI 0115 a.jpgრექტო190.33 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა


საავტორო უფლება