Please use this identifier to cite or link to this item: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/364456
Title: ბორჯომი - БОРЖОМИ
Other Titles: საქართველოს კურორტები
საქართველოს ქალაქები
Authors: Панова, В.
Keywords: ღია საფოსტო ბარათი
ბორჯომი
БОРЖОМИ
ქალაქის ხედი
Вид на город
მდინარე მტკვარი
Река Кура
კურორტი
სამცხე-ჯავახეთის მხარე
Issue Date: 1984
Publisher: «Планета»
Abstract: ქალაქი და კურორტი ბორჯომი სამცხე-ჯავახეთის მხარეში, ბორჯომის მუნიციპალიტეტში მდებარეობს, მესხეთის ქედის აღმოსავლეთ და თრიალეთის ქედის დასავლეთ ტყიან კალთებზე, ზღვის დონიდან 800-900 მეტრზე. ბორჯომისთვის დამახასიათებელია ზომიერად ნოტიოა ჰავა ზომიერად ცივი ზამთრითა და ხანგრძლივი, თბილი ზაფხულით. იგი ბალნეო-კლიმატური კურორტია, ძირითადი სამკურნალო საშუალებაა მინერალური წყალი, რომელსაც იყენებენ სასმელად და ბალნეოლოგიური პროცედურებისთვის. ბორჯომის სამკურნალო ფაქტორებია აგრეთვე კლიმატოთერაპია, ტალახით მკურნალობა და სხვა. კლიმატოთერაპიისთვის საუკეთესო პერიოდია ივნისი-ოქტომბერი. ბორჯომი საქართველოს ერთ-ერთი ტურისტული ადგილია და უამრავ დამსვენებელსა და მოგზაურობის მოყვარულს იზიდავს. აქ დაგხვდებათ კომფორტული სასტუმროები, კეთილმოწყობილი პარკი, საბავშვო გასართობები და ა.შ. მრავალი ადამიანი სტუმრობს ბორჯომის გოგირდის აუზებს, რომელიც განტვირთვისა და სტრესის მოხსნისთვის შესანიშნავი საშუალებაა. თუკი აქტიური დასვენების მოყვარული ხართ, შეგიძლიათ დაკავდეთ ჯომარდობით და მოაწყოთ სხვადასხვა სირთულის ლაშქრობები. ტურისტული მარშრუტების შესახებ დაწვრილებით ინფორმაციას საინფორმაციო ცენტრში მიიღებთ. ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი ნამდვილად დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს სთავაზობს თავგადასავლების მაძიებლებს. ულამაზესი ტყეები, ალპური მდელოები, ფლორისა და ფაუნის მრავალფეროვნება და საოცარი ხედები გულგრილს არავის ტოვებს. ბორჯომი საინტერესოა კულტურით დაინტერესებული ადამიანებისთვისაც, აქ მრავალი კულტურულ-ისტორიული ძეგლის მონახულება შეგიძლიათ. შუასაუკუნეების ციხე-სიმაგრეები და ტაძრები უდიდეს შთაბეჭდილებას ახდენს მნახველზე. ქალაქში მდებარეობს მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, სადაც სხვადასხვა პერიოდის 40 000-ზე მეტი ექსპონატია დაცული.
Description: მტკვარი (აზერ. Kür; თურქ. Kura) - ამიერკავკასიის უდიდესი მდინარე, სათავე აქვს თურქეთში 2742 მ-ზე, ყიზილ-გიადუკის მთის აღმოსავლეთ კალთაზე. ერთვის კასპიის ზღვას აზერბაიჯანის ტერიტორიაზე. სიგრძე 1515 კმ, აუზის ფართობი 188 ათ. კმ². საქართველოში მოქცეულია მტკვრის შუაწელის დაახლოებით 400 კმ მონაკვეთი. მტკვარი ყველაზე გრძელია აზერბაიჯანში, სადაც მისი სიგრძე 906 კმ-ს უდრის. მტკვრის აუზი მოიცავს: სომხეთის ტერიტორიას მთლიანად, აზერბაიჯანისა და საქართველოს ტერიტორიის დიდ ნაწილს, აგრეთვე თურქეთისა და ირანის ტერიტორიის ნაწილს.
Owner: ლოლიტა ჭოლაძე
Appears in Collections:ქალაქ ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკა

Files in This Item:
File Description SizeFormat 
BARATI 0105 e.jpgვერსო61.8 kBJPEGThumbnail
View/Open
BARATI 0105 d.jpgვერსო48.04 kBJPEGThumbnail
View/Open
BARATI 0105 c.jpgრექტო168.36 kBJPEGThumbnail
View/Open
BARATI 0105 b.jpgვერსო48.28 kBJPEGThumbnail
View/Open
BARATI 0105 a.jpgრექტო210.08 kBJPEGThumbnail
View/Open


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.