Please use this identifier to cite or link to this item: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/393372
Title: პროგრამა - ხარაგაულის ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრის სპექტაკლის, გიორგი ლეონიძე "ნატვრის ხე"
Other Titles: იმერეთს თეატრალური ფესტივალი
პროგრამა
Keywords: პროგრამა
ხარაგაულის ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრი
სპექტაკლი
გიორგი ლეონიძის "ნატვრის ხე"
Issue Date: 2014
Abstract: საუკუნოვანი ტრადიციის მქონეა ხარაგაულის თეატრალური ცხოვრება. იგი ამ საუკუნის დასაწყისიდან იღებს სათავეს. მაშინ სასცენო მუშაობა საზოგადოების დიდ ინტერესს იწვევდა. 1910 წლიდან კვლავ აღრძინდა თეატრალური საქმიანობა. ხარაგაულში მისი ხელშემწყობი ყოფილა სპირიდონ კიკნაძის ოჯახი, რომლის ეზოში იმართებოდა წარმოდგენები.................................... 30_40 _იან წლებში ხარაგაულში მუდმივმოქმედი თეატრალური დასი არსებობდა, რომელსაც ზემოთხსენებული ნიჭიერი რეჟისორი ნოე აბაშიძე ხელმძღვანელობდა. დასის წევრები იყვნენ მარო ტაბატაძე, ქეთო ბუაჩიძე , სარა ჩიჯავაძე , სერგო კიკნაძე, პლატონ ორჯონიკიძე, პეტრე ბუაჩიძე, ზაქრო ციცქიშვილი, დავით ჭიპაშვილი, ალექსანდრე ბლუაშვილი, კ. აბაშიძე, უ. მეტრეველი, ვ. კვირიკაშვილი და სხვები. 1943_1947 წლებში ხარაგაულის თეატრს სახელმწიფო სტატუსი ჰქონდა მინიჭებული. მაშინ ძირითადად იდგმებოდა ჰეროიკული პიესები „ლეიტენანტი გამიდოვი“, „რაისა ტარასოვა“ , „რობინ ჰუდი“, „პატარა კახი“, „სამშობლო“, „გეგეჭკორი“ ამ დროისათვის მიიღეს აქ ნათლობა დღეს უკვე აღიარებულმა სახალხო არტისტებმა დრამის რეჟისორმა იური კაკულიამ და კინო რეჟისორმა დევი აბაშიძემ. დევი აბაშიძე ხარაგაულის სცენაზე დადგა ი. ჭავჭავაძის „კეთილი მეზობლები“ და კ. ბუაჩიძის „მკაცრი ქალიშვილები“, საგულისხმოა, რომ მთავარი როლების შემსრულებლად მან მოიწვია ცნობილი მსახიობები იპოლიტე ხვიჩია და შოთა ხაჟალია. 1959 წელს ხარაგაულის თეატრალურ კოლექტივს სახალხო წოდება მიენიჭა. მისი პირველი რეჟისორი იყო რესპუბლიკის დამსახურებული არტისტი,აწგანსვენებული ოთარ აბაშიძე. ვის სახელსაც დღეს ატარებს ხარაგაულის სახალხო თეატრი.იგი ამავე დროს წარმატებით მსახიობობდა კიდეც და არაერთი როლი განასახიერა ხარაგაულის სცენაზე.
Description: სპექტაკლი გაიმართა ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენაზე.
Owner: ბელა უჩაძე
Appears in Collections:ქალაქ ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკა

Files in This Item:
File Description SizeFormat 
116-2.jpgვერსო80.35 kBJPEGThumbnail
View/Open
116-1.jpgრექტო66.34 kBJPEGThumbnail
View/Open


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.