Please use this identifier to cite or link to this item: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/398274
Title: ლენინგრადი. სსრკ-ს ქალაქები
Other Titles: მსოფლიო ქალაქები
სსრკ-ს ქალაქები
Города СССР
Authors: Круско, Б.
Keywords: ღია საფოსტო ბარათი
საფოსტო ბარათი
ლენინგრადი
Ленинград
სსრკ-ს ქალაქები
Города СССР
გარეკანზე: ლენინგრადი
На обложке: Ленинград
გარეკანზე: პეტრესა და პავლეს ციხესიმაგრის ტაძარი
Собор Петропавловской крепости
გარეკანზე: წმინდა ისააკის ტაძარის ხედი და სასტუმრო «ასტორია»
На обложке: Вид на Исаакиевский собор и гостиницу «Астория»
Issue Date: 1970
Publisher: Издательство «Планета», Москва
Abstract: წმინდა პეტრესა და პავლეს საკათედრო ტაძარი სანტ-პეტერბურგში (რუს. Собор во имя первоверховных апостолов Петра и Павла) - მოქმედი მართლმადიდებლური ტაძარი სანქტ-პეტერბურგში, პეტრე-პავლეს ციხესიმაგრეში. ეკლესია აგებულია 1712-1733 წლებში, ბაროკოს სტილში. ტაძარი მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს სანქტ-პეტერბურგის ეპარქიას. ტაძარი არის რუსეთის იმპერატორების განსასვენებელი. ტაძრის სიმაღლეა 122,5 მეტრი და 1733-2012 წლებში იყოს ქალაქის ყველაზე მაღალი ნაგებობა, ხოლო 1952 წლამდე რუსეთის ყველაზე მაღალი ნაგებობა.
Description: წმინდა ისააკის საკათედრო ტაძარი (რუს. Исаа́киевский собор) - უდიდესი მართლმადიდებლური ტაძარი სანქტ-პეტერბურგში, რუსეთი, მისი აგების პერიოდში წარმოადგენდა უდიდეს ქრისტიანულ ეკლესიას რუსეთში (101.5 მ. სიმაღლით). ტაძარი აგებულია ნეოკლასიკურ სტილში ბიზანტიური ჯვრის ეკლესიის ნიმუშზე და მიეძღვნა წმ. ისააკ დალმაციელს, პეტრე დიდის მფარველ წმინდანს. ტაძრის მშენებლობა ბრძანა იმპერატორმა ალექსანდრე I-მა ადრინდელი რინალდისეული სტრუქტურის ადგილას. სპეციალურად შექმნილმა კომისიამ რამდენიმე პროექტი განიხილა, მათ შორის იყო ფრანგი ოგიუსტ დე მონფერანის (1786 - 1858) ნამუშევარიც, რომელიც ნაპოლეონის დიზაინერი შარლ პერსიეს ატელიეში იყო განსწავლული. მონფერანის პროექტი კომისიის ზოგიერთმა წევრმა დაიწუნა მისი ოთხი იდენტური კოლონადის მშრალი ცივი რიტმულობის გამო. თუმცა იმპერატორმა, რომელიც არქიტექტურის პომპეზურ იმპერიულ სტილს ამჯობინებდა, კომისიის გადაწყვეტილება მონფერანის სასარგებლოდ შეცვალა. ტაძრის მშენებლობა 40 წელს (1818-1858) გაგრძელდა მონფერანის ზედამხედველობის ქვეშ. საბჭოთა მმართველობის პერიოდში შენობა ჯერ მიტოვებული იყო, შემდეგ კი ათეიზმის მუზეუმად გადაკეთდა. მეორე მსოფლიო ომის დროს გუმბათი ნაცრისფრად შეიღება მტრის ბომბდამშენებისგან დასაცავად. ამჟამად ტაძარში ლოცვის უფლება ნებადართულია მხოლოდ მის მარცხენა კაპელაში, მთავარ ნაწილში კი დღესასწაულების დროს. ასტორია (რუს. Астория; 1916 წლიდან პეტროგრადის სამხედრო სასტუმრო; 1918 წლიდან პეტროგრადის საბჭოების პირველი სახლი; 1924 წლიდან ლენინგრადის საბჭოების პირველი სახლი) — ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო სანქტ-პეტერბურგში. აგებულია 1911-1912 წლებში არქიტექტორ ფიოდორ ლიდვალის პროექტით. მდებარეობს ისააკის მოედანზე ისააკის ტაძრის ახლოს. არის ფედერალური მნიშვნელობის არქიტექტურის ძეგლი.
Owner: ლოლიტა ჭოლაძე {მაკულატურა)
Appears in Collections:ქალაქ ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკა

Files in This Item:
File Description SizeFormat 
BARATI 0188b.jpgვერსო25.7 kBJPEGThumbnail
View/Open
BARATI 0189.jpgვერსო163.69 kBJPEGThumbnail
View/Open
BARATI 0188a.jpgრექტო122.72 kBJPEGThumbnail
View/Open


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.