Please use this identifier to cite or link to this item: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/415806
Title: ბორჯომი. პარკის ერთ-ერთი კუთხე
Other Titles: საქართველოს კურორტები
Keywords: ღია ბარათი
საფოსტო ბარათი
ბარათი
ბორჯომი
Боржоми
Borjomi
პარკის ერთ-ერთი კუთხე
Один из уголков парка
One of the spots of the park
Issue Date: 1973
Publisher: Тбилиси, ТЦР
Abstract: ბორჯომის ცენტრალური (ისტორიული) პარკის არსებობის ისტორია საუკუნეებს ითვლის, თვით მინერალური წყლის აღმოჩენა და მისი გამოყენება კი პარკის დაარსებამდე მოხდა... მე-17-მე-18 საუკუნეებში ამ მხარის გაუკაცრიელების გამო მინერალური წყლები მივიწყებას მიეცა, ხოლო მისი „ხელმეორედ“ აღმოჩენა მე -19 საუკუნის დასაწყისში რუსი ჯარისკაცების სახელთანაა დაკავშირებული. 1828 წელს, როცა რუსეთის იმპერიის პოლკოვნიკი პ. პოპოვი, გორში მდგარ გრენადერთა პოლკს ხელმძღვანელობდა, ჯარისკაცებისაგან გაგონილი ჰქონდა ბორჯომის ხეობაში არსებული მინერალური წყლების სამკურნალო თვისებების შესახებ,სადაც სამკურნალოდ ჩამოსულა. მოგვიანებით, 1841 წელს, ბორჯომში, მთავარმართებელი ე. გოლოვინი ჩამოდის ავადმყოფ ქალიშვილთან ერთად სამკურნალოდ, მის გამოჯანმრთელების შემდეგ კი, გასცემს განკარგულებას ბორჯომის უკეთ მოსაწყობად, რათა შექმნილიყო მკურნალობისთვის სათანადო პირობები.იმ პერიოდისათვის მთავარ წყაროს დაერქვა გოლოვინის ქალიშვილის ეკატერინეს, ხოლო მეორე წყაროს ევგენი გოლოვინის სახელი. მეფისნაცვალი მიხეილ რომანოვი სრულიად ჩაერთო პარკის მოვლა -პატრონობაში. 1850წელს, გერმანელი ინჟინრის მოლდენგაურის პროექტით, მდინარე ბორჯომულას ხეობაში, იქ სადაც მინერალური წყლის წყაროები და გოგირდის აბანოები იყო,15 ჰა მიწის ფართობზე მშენებლობა დაიწყო, აშენდა შენობა ნაგებობები, მოსასვენებელი ადგილები, საზაფხულო და ზამთრის ბაღები, მდინარეზე გადასასვლელი ხიდები, დაირგო მსოფლიოს სხვადასხვა დაცული ტერიტორიებიდან ჩამოტანილი უნიკალური ჯიშის ხეები. იმ დროისათვის საუკეთესო ინფრასტრუქტურა შეიქმნა. პარკმა თანდათან მაღალი სოციალური ფენის წარმომადგენლებისთვის მისაღები იერ-სახე შეიძინა. პარკის ტერიტორიაზე აშენდა, დღეს უკვე ისტორიული, მინერალური წყლის ჩამომსხმელი ქარხანა და ამავე დროს, ერთ-ერთი პირველი ჰიდროელექტოსადგურიც. მას შემდეგ პარკმა რამდენჯერმე განიცადა რეკონსტრუქცია, იგი იზრდებოდა და მშვენდებოდა მდინარე Эბორჯომულას“ ხეობაში . მარადმწვანე ბუნებაში ჩაფლული ბორჯომის ცენტრალური (ისტორიული) პარკის, ფართობი ამჟამად 20 ჰექტარს შეადგენს, პარკში ფუნქციონირებს კაფეები, მცირე კვების ობიექტები, ატრაქციონები, საცურაო აუზი, პარკის ტერიტორიის ბოლოს, ასევე ისტორიული გოგირდოვანი აბანოებია.
Description: ბორჯომი -
Owner: ლოლიტა ჭოლაძე
Appears in Collections:ქალაქ ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკა

Files in This Item:
File Description SizeFormat 
BARATI 0227 b.jpgვერსო58.92 kBJPEGThumbnail
View/Open
BARATI 0227 a.jpgრექტო175.1 kBJPEGThumbnail
View/Open


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.