Please use this identifier to cite or link to this item: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/425010
Title: ქუთაისის საბუღალტრო აღრიცხვის, მანქანაზე წერის და სტენეოგრაფიის სასწავლებლის მდივან-მემანქანის სპეციალობის სტუდენტები "საქმისწარმოების" გამოცდის შემდეგ
Other Titles: მოგონებები გარდასულ დღეთა
Keywords: ჯგუფური ფოტო
ფარულავა, ფიქრია არჩილის ასული (1974)
გობეჯიშვილი, ეკა
ჩუბინიძე, ინგა (1974)
თევდორაძე, დარიკო (1974)
ჭოლაძე, ლოლიტა შოთას ასული (1974)
Issue Date: 23-Apr-1992
Abstract: დარიკო თევდორაძე-ჩიხლაძე (10.11.1974) - ისტორიკოსი, ქსოვისა და ქარგვის საინტერესო და ნიჭიერი ოსტატი. ხელსაქმის საგანმანათლებლო და პოპულარიზაციის საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტი, საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაციის წევრი. ქარგვის ხელოვნებას თავდაპირველად დამოუკიდებლად დაეუფლა. გარკვეული დროის შემდეგ, საკუთარი ცოდნა, პროფესიული თვალსაზრისით გაიღრმავა თბილისის სასულიერო აკადემიასთან არსებული ნატიფი ხელოვნების სკოლაში, სადაც მისი პედაგოგი გახლდათ დედა თამარი (ეთერი უროტაძე). ოსტატის თქმით, სწორედ დედა თამარმა შეასწავლა და შეაყვარა მას ხელოვნების ეს ურთულესი დარგი და მისი შესრულების ტექნიკა. 2009 წლიდან მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა გამოფენებში. მისი ნამუშევრები დაბრძანებულია, როგორც საქართველოში ასევე საზღვარგარეთ არსებულ სხვადასხვა ეკლესია-მონასტერში, კერძოდ, რუსეთში, საფრანგეთში და ამერიკის შეერთებულ შტატებში. ის ასევე დაეუფლა ხევსურული ნაქარგობის ტექნიკას, რომელიც შეისწავლა ქალბატონი ელისო არაბულისგან. მის მიერ, ოქრომკედითა და ვერცხლმკედით შექმნილი, ქართული საეკლესიო ნაქარგობის ნიმუშები გამოირჩევა შესრულების მაღალი დონით, დახვეწილი ფერთა გამით. მას ასევე აქვს სწვალების გამოცდილება, ის გარკვეული დროის განმავლობაში პედაგოგი იყო თბილისის სასულიერო აკადემიასთან არსებული ნატიფი ხელოვნების სკოლაში, გარდა ამისა ასევე ასწვალის ინდივიდუალურადაც. ტრადიციული თურქული წყალზე ხატვის ხელოვნება „ებრუ“, საქართველოში ხელოვნების ამ დარგის მოხალისე ელჩი, მინიატურის, ოსმალურ კალიგრაფიის, ქაღალდის მორთვა-მოვარაყების ტექნიკის ოსტატი.
Description: ფოტო გადაღებულია ქუთაისის, ცენტრალურ ბაღში (ე. წ. "ბულვარი")
Owner: ლოლიტა ჭოლაძე
Appears in Collections:ქალაქ ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკა

Files in This Item:
File Description SizeFormat 
L. Choladze 0322.jpgრექტო103.05 kBJPEGThumbnail
View/Open


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.