ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/426743
სათაური: ძველი ქუთაისი. სინაგოგა ბ. გაპონოვის ქუჩაზე
სხვა სათაური: ქუთაისი ღია ბარათებზე
საკვანძო სიტყვები: ღია ბარათი
ძველი ქუთაისი
OLD KUTAISI
სინაგოგა
Synagogue
ბ. გაპონოვის ქუჩა
B. Gaponovi Street
გამოცემის თარიღი: 2011
რეზიუმე: ებრაელთა ისტორია საქართველოში ითვლის არა საუკუნეებს, არამედ ათასწლეულებს, ხოლო, მათი ქუთაისში დასახლების შესახებ პირველი ოფიციალური ცნობები მოგვეპოვება 1644 წლიდან. ებრაული უბანი დღემდე ქალაქის ცენტრალურ ნაწილშია. მის ტერიტორიაზე განლაგებულია სამი სინაგოგა. ყველაზე დიდი ( საქართველოში სიდიდით მეორე ) სინაგოგა 1886 წელსაა აშენებული. მეორე, რომელიც 1912 წლით თარიღდება, გარშემორტყმულია დამხმარე ნაგებობებით. აქ ისწავლებოდა ივრითი, ატარებდნენ სხვადასხვაგვარ იუდეურ რიტუალს. აქვე იყო საცხობი, სადაც ცხვებოდა „მაცა“ ( პასექის პური). ქუთაისელმა ებრაელებმა დიდი წვლილი შეიტანეს ქალაქის განვითარებაში. მე-20 საუკუნის 60-იან წლებში საბჭოტა ებრაელების ისრაელში რეპატრიაციის დროს ადგილობრივი თემის ძირითადმა ნაწილმა დატოვა ქალაქი. 2014 წელს მთავარი სინაგოგის შესასვლელში დაიდგა ბორის გაპონოვის, „ვეფხისტყაოსნის“ ივრითზე მთარგმნელის, ძეგლი.
აღწერილობა: ნაკრებში არის 15 ღია ბარათი.
მფლობელი: ლოლიტა ჭოლაძე
შესულია კოლექციებში:ქალაქ ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკა

ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი აღწერილობა ზომაფორმატი 
KUTAISI 00014 b.jpgვერსო11.64 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა
KUTAISI 00014 a.jpgრექტო162.11 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა


საავტორო უფლება