Please use this identifier to cite or link to this item: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/426748
Title: ძველი ქუთაისი. საშა ჩიქოვანი - "გვირილპბის" დამაარსებელი
Other Titles: ქუთაისი ღია ბარათებზე
Keywords: ჯგუფური ფოტო
ძველი ქუთაისი
OLD KUTAISI
საშა ჩიქოვანი - "გვირილპბის" დამაარსებელი
Sasha Chikovani - The one who had established the "Daisy Day"
Issue Date: 2011
Abstract: ქუთაისში ქალაქის დღესა და „გვირილობის“ დღესასწაულს აღნიშნავენ. დღესასწაულთან დაკავშირებით, ქალაქში 50-მდე ღონისძიება იმართება. ზეიმი ბაგრატის ტაძარში ტრადიცულად ზარების რეკვითა და ჩოხოსნების კურთხევით დაიწყო. ქალაქის ცენტრალურ ნაწილსა და პარკში კი სხვადასხვა სპორტული შეჯიბრებები იმართება. ამ დღის აღნიშვნას საფუძველი XX საუკუნის დასაწყისში "გვირილობის“ დღესასწაულით ჩაეყარა. – ყოველი წლის 2 მაისს ქუთაისში სახალხო დღესასწაული იმართება. „გვირილობის“ დამაარსებელი საშა ჩიქოვანია. მაისის პირველი ორი დღის განმავლობაში „გიმნაზისტკები“ ქველმოქმედების მიზნით გვირილებს ყიდდნენ და აღებული შემოწირულობებით ტუბერკულოზით დაავადებულებს ეხმარებოდნენ. გიმნაზისტ გოგონებს წინ, ვექილ ჩიქოვანის მეუღლე, სილამაზის დედოფლად აღიარებული საშა ჩიქოვანი მიუძღოდა. საშა ( ალექსანდრა) ჭილაია 16- 17 წლის გოგონა ყოფილა, როცა თავად ჩიქოვანს მშობლიური სოფლიდან ჩამოუყვანია, მისთვის კარგი განათლება მიუცია, ინტელიგენტ ქალად უქცევია და შემდეგ ცოლადაც შეურთავს. „თავად ულამაზესი ქალბატონი იყო. მის ბიოგრაფიაში არის ასეთი დეტალი. ის ხშირად მართავდა მეჯლისებს, ერთხელაც საფრანგეთიდან ჩამოტანილი ძვირფასი ქსოვილით კაბა შეუკერავს. სხვა ქალს, რომელიც სტუმრად უნდა მისულიყო, საშას ჯიბრზე იმავე ქსოვილისგან შეუკერავს კაბა. საშა ჩიქოვანს მისი დამცირების მიზნით ეს ქსოვილი შპალერად გაუკრავს“, – ამბობს ჟურნალისტი მანანა ლარცულიანი, რომელიც ერთ-ერთია იმ ადამიანთა შორის, რომელთაც „გვირილობის" ტრადიციის აღდგენაში წვლილი მიუძღვის. საშა ჩიქოვანი გიმნაზიელებს საკუთარი ხელით ურიგებდა ცოცხალ გვირილებს. ამბობენ, რომ გიმნაზიელები ჩუმად იხსნიდნენ მიმაგრებულ ყავავილებს, რომ ხელახლა შეხვედროდნენ საშა ჩიქოვანს. საკინძეზე მიმაგრებული ყვავილი შემდეგ ქუთაისის სიმბოლოდ იქცა. 1909 წლიდან 1919 წლამდე ქუთაისში ,,გვირილობა'' ყოველწლიურად იმართებოდა, რასაც აქტიურად ეხმაურებოდა იმდროინდელი პრესა. 1913 წელს გაზეთი „კოლხიდა“ წერდა: „გვირილობას“ ქუთაისში კარგი დარი დაუდგა. მანდილოსნები მარჯვედ ვაჭრობდნენ და ასაღებდნენ თეთრ ყვავილს. საღამოს მეცხრე საათამდე, ყულაბები თითქმის ყველა საგრძნობლად დაიტვირთა შეწირულობით. გუშინ საღამოს უნდა გაეხსნათ ყულაბები და შეემოწმებინათ საერთო შემოსავალი. ასე, რომ ხვალ გვეცოდინება რამდენი გაიღო ქუთაისმა ჭლექის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში“. ქუთაისის პარალელურად „გვირილობა“ თბილისშიც მოეწყო, გაეჯიბრნენ ერთმანეთს, რომელი მეტ თანხას შეაგროვებდა ტუბერკულოზით დაავადებულთათვის. კომუნისტურ ეპოქაში „გვირილობის“ დღესასწაული, ისევე როგორც ყველა რევოლუციის წინანდელი წამოწყება, დავიწყებას მიეცა, მაგრამ ტრადიცია დაბრუნდა
Description: ნაკრებში არის 15 ღია ბარათი.
Owner: ლოლიტა ჭოლაძე
Appears in Collections:ქალაქ ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკა

Files in This Item:
File Description SizeFormat 
KUTAISI 00019 b.jpgვერსო17.12 kBJPEGThumbnail
View/Open
KUTAISI 00019 a.jpgრექტო142.29 kBJPEGThumbnail
View/Open


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.