Please use this identifier to cite or link to this item: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/439192
Title: გონერი ჭეიშვილი, ზურაბ კუხიანიძე და ალეკო გეგია
Other Titles: გიორგი ჭეიშვილის საოჯახო ალბომიდან
Keywords: ჯგუფური ფოტო
ჭეიშვილი, გონერი (1944-2021)
კუხიანიძე, ზურაბი (1930-2003)
გეგია, ალეკო
პოეტი
მწერალი
Issue Date: 2023
Abstract: გონერ ჭეიშვილი (2.09.1944, ქუთაისი - 2021). დაამთავრა ქუთაისის მე-12 საშუალო სკოლა და ქუთაისის ალ. წულუკიძის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ფილოლოგიის ფაკულტეტი, ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით. სხვადასხვა დროს მუშაობდა ქუთაისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში წრის ხელმძღვანელად, გამომცემლობა "საბჭოთა საქართველოს" ტექნიკურ რედაქტორად, ჟურნალ "განთიადის" პროზის განყოფილების გამგედ, ქუთაისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის დირექტორად, ჟურნალ "მწვანეყვავილას" სარედაქციო კოლეგიის წევრად. მიღებული აქვს საბჭოთა კავშირის მწერალთა კავშირის პრემია, დავით კლდიაშვილის სახელობის და ნიკო ნიკოლაძის სახელობის პრემიები. ზურაბ კუხიანიძე - (30.09.1930-28.07.2023, ქუთაისი) - მწერალი, პოეტი, პუბლიცისტი. 1954 წელს დაამთავრა ალ. წულუკიძის სახელობის ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1954-1977 წწ. იყო ქუთაისის პიონერთა და მოსწავლეთა სასახლის დირექტორი, ხოლო 1977 წლიდან - გამომცემლობა "საბჭოთა საქართველოს" ქუთაისის ფილიალის დირექტორი. მისი პირველი ლექსი გამოქვეყნდა 1952 წელს, ხოლო 1958 წელს გამოიცა მისი პირველი კრებული "გაფრენილი წეროები"; ავტორია ლირიკულ ლექსთა კრებულებისა "ბროწეულების ცეცხლი" (1963), "გულისცემა" (1970), "ათინათი" (1972), "როგორც ცერზე მიმინო" (1975), "როცა სისხლი ლაპარაკობს" (1977), "ეს ოთხი წელი" (1980) და სხვ., საბავშვო ლექსებისა ("კალიების კარნავალი", 1975), მოთხრობებისა ("წყალწითელა", 1971; "შატილელი შავლეგო", 1977) და სხვ. არის 40-მდე წიგნის ავტორი.დაკრძალულია მწვანეყვავილას მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში. ალეკო გეგია, მუშაობდა გამომცემლობა ,,საბჭოთა საქართველოს" ქუთაისის ფილიალში გამომცემლად.
Description: მარცხნიდან: გონერი ჭეიშვილი, ზურაბ კუხიანიძე და ალეკო გეგია. ფოტოს გადაღების ზუსტი თარიღი და ადგილი უცნობია.
Owner: გიორგი ჭეიშვილი
Appears in Collections:ქალაქ ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკა

Files in This Item:
File Description SizeFormat 
17.jpgრექტო13.57 kBJPEGThumbnail
View/Open


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.