Please use this identifier to cite or link to this item: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/439461
Title: გონერ ჭეიშვილი, ოთარ ქანდარია, დავით კვიცარიძე, რეზო რამიშვილი და ბეჟან ნამიჭეიშვილი
Other Titles: გიორგი ჭეიშვილის საოჯახო ალბომიდან
Keywords: ჯგუფური ფოტო
ჭეიშვილი, გონერი (1944-2021)
ქანდარია, ოთარი (1937-2015)
კვიცარიძე, დავითი (1920-1998)
ნამჭეიშვილი, ბეჟანი (14.10.1951)
რამიშვილი, რეზო
დრამატურგი
პოეტი
მწერალი
კრიტიკოსი
ჟურნალისტი
ფილოლოგი
საზოგადო მოღვაწე
მოქანდაკე
Issue Date: 2023
Abstract: გონერ ჭეიშვილი (2.09.1944, ქუთაისი - 2021) - დაამთავრა ქუთაისის მე-12 საშუალო სკოლა და ქუთაისის ალ. წულუკიძის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ფილოლოგიის ფაკულტეტი, ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით. სხვადასხვა დროს მუშაობდა ქუთაისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში წრის ხელმძღვანელად, გამომცემლობა "საბჭოთა საქართველოს" ტექნიკურ რედაქტორად, ჟურნალ "განთიადის" პროზის განყოფილების გამგედ, ქუთაისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის დირექტორად, ჟურნალ "მწვანეყვავილას" სარედაქციო კოლეგიის წევრად. მიღებული აქვს საბჭოთა კავშირის მწერალთა კავშირის პრემია, დავით კლდიაშვილის სახელობის და ნიკო ნიკოლაძის სახელობის პრემიები. დავით კვიცარიძე (2.05.1920- **.**.1998, ქუთაისი) - დრამატურგი, მწერალი, პოეტი, საზოგადო მოღვაწე. დიდი სამამულო ომის მონაწილე; 1941-1943 წლებში იყო ბელორუსიაში მოქმედი ერთ-ერთი პარტიზანული რაზმის დაზვერვის უფროსი და რაზმის მეთაურის მოადგილე. 1943 წელს, ბრძოლაში მიღებული მძიმე ჭრილობის შედეგად დაბრუნდა სამშობლოში. 1957-1989 წლებში იყო საქართველოს მწერალთა კავშირის ქუთაისის განყოფილების პასუხისმგებელი მდივანი. მისი პირველი ლექსი 1947 წელს გამოაქვეყნა, პირველი პროზაული წიგნი (მოთხრობა პარტინაზებზე) "ორდიშევის ტყეში" 1957 წელს; ლექსების პირველი კრებული "გზა" 1959 წელს გამოსცა. ავტორია ლექსისა "ქუთაისი", რომელზეც შექმნილია კომპოზიტორ ნუნუ დუღაშვილის პოპულარული სიმღერა. მისი ნაწარმოებები თარგმნილია რუსულ, უკრაინულ, ბელორუსულ, სომხურ, ოსურ, აფხაზურ და პოლონურ ენებზე. დაკრძალულია ქუთაისში, მწვანეყვავილას მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში. ოთარ ქანდარია (08.07.1937-2015) – საქართველოს დამსახურებული მხატვარი, ქართული სახვითი ხელოვნების განვითარებაში შეტანილი პირადი დიდი წვლილისა და ნაყოფიერი საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის დაჯილდოვებულია ღირსების ორდენით, ქუთაისის საპატიო მოქალაქე, ოთარ ქანდარიას ნამუშევრები დაცულია საქართველოს კულტურის სამინისტროს ფონდში, ქუთაისის სახვითი ხელოვნების გალერეაში, კერძო კოლექციებში. რეზო რამიშვილი – მოქანდაკე. ბეჟან ნამიჭეიშვილი -(14.10.1951, ვანი) - კრიტიკოსი, მწერალი, ჟურნალისტი.
Description: სხედან მარცხნიდან: გონერ ჭეიშვილი, დავით კვიცარიძე, ბეჟან ნამიჭეიშვილი, დგანან: მარცხნივ ოთარ ქანდარია, მარჯვნივ რეზო რამიშვილი. ფოტოს გადაღების ზუსტი თარიღი და ადგილი უცნობია.
Owner: გიორგი ჭეიშვილი
Appears in Collections:ქალაქ ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკა

Files in This Item:
File Description SizeFormat 
8.jpg12.85 kBJPEGThumbnail
View/Open


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.