Please use this identifier to cite or link to this item: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/439549
Title: თორნიკე ერისთავი, ელგუჯა თავბერიძე, რეზო ჭეიშვილი, გონერ ჭეიშვილი, თემურ ამყოლაძე
Other Titles: გიორგი ჭეიშვილის საოჯახო ალბომიდან
Keywords: ჯგუფური ფოტო
ჭეიშვილი, გონერი (1944-2021)
ჭეიშვილი, რევაზ (რეზო) ბენედიქტეს ძე (1933-2015)
ერისთავი, თორნიკე (1954-2019)
თავბერიძე, ელგუჯა (1960)
ამყოლაძე, თემური (26.02.1957)
დრამატურგი
პოეტი
მწერალი
კრიტიკოსი
საზოგადო მოღვაწე
,,ტყის ძმები"
Issue Date: 2023
Abstract: გონერ ჭეიშვილი (2.09.1944, ქუთაისი - 2021) - დაამთავრა ქუთაისის მე-12 საშუალო სკოლა და ქუთაისის ალ. წულუკიძის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ფილოლოგიის ფაკულტეტი, ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით. სხვადასხვა დროს მუშაობდა ქუთაისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში წრის ხელმძღვანელად, გამომცემლობა "საბჭოთა საქართველოს" ტექნიკურ რედაქტორად, ჟურნალ "განთიადის" პროზის განყოფილების გამგედ, ქუთაისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის დირექტორად, ჟურნალ "მწვანეყვავილას" სარედაქციო კოლეგიის წევრად. მიღებული აქვს საბჭოთა კავშირის მწერალთა კავშირის პრემია, დავით კლდიაშვილის სახელობის და ნიკო ნიკოლაძის სახელობის პრემიები. რეზო ჭეიშვილი (24.04.1933, ქუთაისი – 11.09.2015.) – მწერალი და დრამატურგი. სკკპ წევრი 1968 წლიდან. ქუთაისის საპატიო მოქალაქე. იყო: კინემატოგრაფისტთა კავშირი, წევრი. საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1992-1995), საქართველოს მწერალთა კავშირის მდივანი. მიღებული აქვს ჯილდოები: ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი, საპატიო ნიშნის ორდენი, რუსთაველის პრემია, საბა (ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის). აღსანიშნავია „ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი“ (1984, რეჟისორი ელდარ შენგელაია), რისთვისაც რეზო ჭეიშვილს მიენიჭა სსრკ-ის სახელმწიფო პრემია. დაკრძალულია მწვანეყვავილას პანთეონში. ელგუჯა თავბერიძე – (10.02.1963, ზესტაფონი, საზანო)-კრიტიკოსი, მწერალი. 1983 წელს დაამთავრა ქუთაისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1984-1988წ.წ. მუშაობდა ქუთაისის აკადემიკოს ნ. ბერძენიშვილის სახელობის სახელმწიფო მუზეუმში ექსკურსიამძღოლად, შემდეგ მეცნიერ-მუშაკად; 1988 წელს მუშაობდა რუსთაველის საზოგადოების ქუთაისის ორგანიზაციის პასუხისმგებელ მდივნად, 1990 წელს აირჩიეს ამავე ორგანიზაციის თავმჯდომარის მოადგილედ. 1990-1993წწ. იყო გაზეთ "მოწამეთას" მთავარი რედაქტორი, რუსთაველის საზოგადოების გამომცემლობა "სარანგის" ხელმძღვანელი ქუთაისში; 1993 წელს დაინიშნა ქუთაისის მე-5 სტამბის საგამომცემლო ცენტრის დირექტორად; 1995 წლიდან იყო ამავე ორგანიზაციის ჯერ სამეთვაყურეო საბჭოს თავმჯდომარე, შემდეგ დირექტორი; 2007 წლიდან შპს "ხომლი ენ"-ის (გამომცემლობა-სტამბა) დამფუძნებელი, დირექტორი. 1991 წელს გამოიცა მისი პირველი წიგნი - "რატომ დახვრიტეს ვლადიმერ ჟვანია". ავტორია 12 წიგნისა. მათ შორის ოთხი ბიოგრაფიული რომანია. 2010 წლიდან ტელეკომპანია "რიონში" უძღვება ახალი წიგნების მიმოხილვას. არის საქართველოს მწერალთა კავშირის ყოველწლიური პრემიის ლაურეატი. თორნიკე ერისთავი - (1954-2019, ქუთაისი)- მათემატიკოსი, მწერალი, პოეტი. 1980წელს დაამთავრა ქუთაისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ფიზიკა- მათემატიკის ფაკულტეტი. წლების მანძილზე ხელმძღვანელობდა გამომცემლობა "მოწამეთას" (ქუთაისი); მისი რედაქტორობით არაერთი ავტორის წიგნი გამოიცა; მისი ლექსები იბეჭდებოდა ჟურნალ გაზეთებში. პირველი წიგნი "ნუტრია" (მოთხრობა) გამოვიდა 1991 წელს, ლექსების პირველი კრებული "და ასე შემდეგ" – 2003 წელს. შემდეგ გამოიცა მისი პოეტური კრებულები: "ოიდა ოვშალე" (2003) "და მაინც მიწა" (2008.), "ათასმეერთე ფიქრი" (2018). დაკრძალულია მწვანეყვავილას პანთეონში. თემურ ამყოლაძე- (26.02.1957. ზესტაფონი, როდინოული)- მწერალი, პოეტი, პუბლიცისტი. დაამთავრა ქუთაისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი, ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით 1978 წელს. პირველი ლექსი გამოაქვეყნა 1978 წელს; იბეჭდება ლიტერატურულ ჟურნალ-გაზეთებში. ავტორია რამდენიმე წიგნისა: "დავიწყებული ამბავი" (1990), "ყაჩაღი დვალიშვილები" (1996, გივი ტყეშელაშვილთან ერთად), "ოცი წლის წინათ" (ლექსები, 2007), "ზღვარი" (ესეებისა და კრიტიკული წერილების ერთტომეული, 2008), "დადეშქელიანების ამბავი" (2014), ასევე ქრონიკებისა – "მიტროპოლიტ ნაზარის უკანასკნელი დღეები", "მამია გურიელის გახსენება", "იზიუმსკები", "წმინდა გიორგის ეკლესიის მცირე ნეკროპოლი" და სხვა; 1981 წლიდან მუშაობს ჟურნალ "განთიადის" რედაქციაში, არის რედაქტორის მოადგილე, ქუთაისში გამოსული არაერთი ლიტერატურული გაზეთისა და მრავალი წიგნის რედაქტორი, იკვლევს ქართული ლიტერატურის ისტორიის საკითხებს; მისი ნაწარმოებები თარგმნილია რუსულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე. ცხოვრობს ქუთაისში. არის ჟურნალ "განთიადის" მთავარი რედაქტორის მოადგილე.
Description: ,,ტყის ძმები" მარცხნიდან: თორნიკე ერისთავი, ელგუჯა თავბერიძე, რეზო ჭეიშვილი, გონერ ჭეიშვილი; ზის: თემურ ამყოლაძე. ფოტოს გადაღების ზუსტი თარიღი და ადგილი უცნობია.
Owner: გიორგი ჭეიშვილი
Appears in Collections:ქალაქ ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკა

Files in This Item:
File Description SizeFormat 
18.jpgრექტო18.37 kBJPEGThumbnail
View/Open


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.