Please use this identifier to cite or link to this item: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/454616
Title: გელათის არქიტექტურული ანსამბლი = Гелатский архитектурный ансамбль
Other Titles: საქართველოს ეკლესია-მონასტრენი საფოსტო ბარათებზე
Authors: Костенко, Г.
Keywords: ბარათი
ღია ბარათი
საფოსტო ბარათი
ღია საფოსტო ბარათი
საქართველოს სსრ
Грузинская ССР
გელატის არქიტექტურული ანსამბლი XII s.
Гелатский архитектурный ансамбль XII d.
ქუთაისი
Кутаиси
ტყიბულის რაიონი
ტყიბულის მუნიციპალიტეტი
Issue Date: 1978
Publisher: Министерство связи СССР
Abstract: გელათის მონასტერი იმერეთის მხარეში მდებარეობს, ქალაქ ქუთაისიდან 11 კმ-ის დაშორებით. მონასტერი დავით აღმაშენებელმა დააარსა 1106 წელს. მის ანდერძში ვკითხულობთ: “დარჩა მონასტერი სამარხავი ჩემი და საძვალე შვილთა ჩემთა უსრულად და წამყვა მისთვსაც ტკივილი სამარადისო, აწ შვლმან ჩემმან დიმიტრი სრულ ჰყოს ყოვლითურთ”. სწორედ აქ არის დაკრძალული საქართველოს უდიდესი მეფე. ანსამბლი მოიცავს ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მთავარ ტაძარს, წმ. გიორგის სახელობის ეკლესიას, წმ. ნიკოლოზის სახელობის ეკლესიას, სამრეკლოს, აკადემიასა და გალავანს. გელათის მონასტერი უდიდესი კულტურულ-საგანმანათლებლო კერა იყო, სხვადასხვა დროს აქ მოღვაწეობდნენ: არსენ იყალთოელი, არსენ ბულმაისიმისძე, პეტრე გელათელი, ევდემონ ჩხეტიძე, ექვთიმე საყვარელიძე, გედეონ ლორთქიფანიძე და სხვა. მონასტრის მშენებლობის დასრულება დავითმა სიცოცხლეში ვერ მოასწრო და დაწყებული საქმიანობა მისმა შვილმა - დემეტრემ გააგრძელა. XII-XV საუკუნეებში გელათის მონასტერს მინიჭებული ჰქონდა სრული ავტონომია, აღიარებდა მხოლოდ მეფის უმაღლეს უფლებას, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქსაც კი არ ჰქონდა არავითარი სახელისუფლო ძალა. საქართველოს პოლიტიკური დაშლის შემდეგ გელათის მონასტერი დასავლეთ საქართველოს მეფეების ხელში გადავიდა. 1510 წლის 23 ნოემბერს იგი იმერეთში შემოჭრილმა ოსმალთა ჯარმა გადაწვა. იმერეთის მეფეებმა ბაგრატ III-მ და გიორგი II-მ გელათის მონასტერი აღადგინეს და ახალი მამულები შესწირეს. ბაგრატ III-ს გელათის "მეორედ აღმშენებელს" უწოდებდნენ. XVI საუკუნის II ნახევარში დასავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის რეზიდენცია ბიჭვინთიდან გელათში გადმოიტანეს. XVIII საუკუნიდან გელათის მონასტერში დიდი მასშტაბის აღდგენითი სამუშაოები გასწიეს გიორგი VI-მ, ალექსანდრე V-მ, სოლომონ I-მა, სოლომონ II-მ და გელათის ეპისკოპოსებმა. იმერეთის სამეფოს რუსეთის იმპერიასთან შეერთების შემდეგ მონასტერი საეკლესიო სემინარიიდან სახელმწიფო დაწესებულებად იქცა. გელათის მონასტერი მდიდარ ხელნაწერთა ფონდსა და ჭედური ხელოვნების ნიმუშებს ფლობდა, რომლებიც ამჟამად მუზეუმებშია დაცული. გელათის კომპლექსი შეტანილია იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.
Description: ბარათი ნაპოვნია გამომცემლობა "პალიტრა L" მაკულატურის შემგროვებელ პუნქტში - ქუთაისში.
Owner: ლოლიტა ჭოლაძე
Appears in Collections:ქალაქ ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკა

Files in This Item:
File Description SizeFormat 
BARATI 0327 b.jpgვერსო59.51 kBJPEGThumbnail
View/Open
BARATI 0327 a.jpgრექტო212.61 kBJPEGThumbnail
View/Open


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.