Please use this identifier to cite or link to this item: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/466034
Title: ბათუმი. ზღვისპირა პარკის ერთი კუთხე
Other Titles: საქართველოს კურორტები
Authors: საქდესის ფოტოქრონიკა
Keywords: საქართველოს კურორტი
ქალაქი ბათუმი
კურორტი ბათუმი
ბათუმი
ზღვისპირა პარკი
Abstract: ქ. ბათუმი, ზღვისპირა პარკის ტერიტორია - კოლონადა ზღვისპირა პარკიკოლონადა ზღვისპირა პარკის შუა ნაწილში, ქალაქიდან ზღვისაკენ მიმავალ ხეივანში 1934 წელს აშენდა კოლონადა, რომელიც პარადულ გასასვლელს წარმოადგენს. ის შედგება პასაჟის ორ მხარეს სიმეტრიულად განლაგებული ორი ერთნაირი ფრთისაგან. თითოეული ფრთა გეგმით გაფართოებული ასო U-ს მოხაზულობისაა და მოიცავს 12 გლუვ (უკანელიურებო) სვეტს, რომლებსაც მაღალი კორინთული კაპიტელები აბოლოებს. სვეტები ერთმანეთთან კლასიკურად აგებული ანტაბლემენტით არის დაკავშირებული. სვეტებიცა და ანტაბლემენტიც შელესილია და ქათქათა თეთრ ფერად არის შეღებილი.კოლონადა აღმართულია ბალუსტრადით მოფარგლულ შემაღლებულ ბაქანზე, რომლისკენაც პასაჟის ორივე მხრიდან ოთხი საფეხური ადის. მის კუთხეებში დგას შედარებით მომცრო სანათურებიანი სვეტები. ბაქანზე დაგებულია ხელოვნური მოზაიკის მოთეთრო-რუხი და ღვინისფერი ფილები, რომელთა შორის ჩართულია თარიღის აღმნიშვნელი წარწერაც. კოლონადა საბაღე-საპარკე არქიტექტურაში სტალინური კლასიციზმის დამახასიათებელი ნიმუშია.
Description: ნაკრები "საქართველოს კურორტები" 25 ფოტო. ფურცელი 3, გამოცემის წელი უცნობია.
Owner: ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკა
Appears in Collections:ქალაქ ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკა

Files in This Item:
File Description SizeFormat 
Geo.press 0026.jpgრექტო107.15 kBJPEGThumbnail
View/Open


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.