Please use this identifier to cite or link to this item: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/466217
Title: ახალი ათონი. სანატორიუმი "აფხაზეთი"
Other Titles: საქართველოს კურორტები
Authors: საქდესის ფოტოქრონიკა
Keywords: საქართველოს კურორტი
ქალაქი ახალი ათონი
კურორტი ახალი ათონი
ახალი ათონი
სანატორიუმი "აფხაზეთი"
აფხაზეთის არ.
Publisher: საქდესი
Abstract: ახალი ათონი - საოცარი ქალაქი და ზღვისპირა კლიმატური კურორტი საქართველოში, აფხაზეთში, გუდაუთის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. ქალაქად გამოცხადდა 1987 წელს. მოსახლეობა - 4, 3 ათასი (1989 წ.) ქალაქი მდებარეობს შავი ზღვის სანაპიროზე და მიმდებარე მთების სამხრეთ კალთებზე. 1875 წელს ათონის მთის ძირას, ძველი ანაკოფიის ადგილას დაარსდა ახალი ათონის მონასტერი (აქედან წარმოსდგება ქალაქის სახელი). ივერიის მთის თავზე შემორჩენილია ანტიკური ტაძრისა და ძველი ციხესიმაგრის ნანგრევები. ამავე მთის ძირას არის ახალი ათონის მღვიმე, რომლებიც მასობრივი ტურიზმის ობიექტია. აქ ასევე მდებარეობს მხარეთმცოდნეობის მუზეუმი. ახალი ათონის მატერიალური კულტურის უძველეს ძეგლებს შორის საყოველთაოდ ცნობილია: წმ. მოციქულ სვიმონ კანანელის სახელობის ტაძარი (VII-VIII ს.ს.), ახალი ათონის მამათა მართლმადიდებლური მონასტერი, რომელიც 1875 წელს საბერძნეთის ათონის მთის წმინდა პანტელეიმონის მონასტრის ბერებმა დააარსეს, ანაკოფიის ციხე-სიმაგრე ივერიის მთაზე, ანაკოფიის ტაძარი (VII-VIII ს.ს.). ახალი ათონის ღირშესანიშნაობებს შორის გამოირჩევა ზღვისპირა პარკი, რომელიც ადგილობრივ მკვიდრთა და ტურისტთა საყვარელი დასასვენებელი ადგილი იყო. ახალი ათონის ტერიტორიაზე, ივერიის მთის ჩრდილოეთ კალთაზე მდებარეობს ბუნების შესანიშნავი ძეგლი – ახალი ათონის მღვიმე, მსოფლიოს უგრძესი მღვიმე მღვიმურ სისტემათა შორის. იგი მეზოზოური ასაკის კირქვებშია წარმოქმნილი და დარბაზების ნაკრებს წარმოადგენს. ქალაქის ტერიტორიაზე არსებობდა ციტრუსების და ყურძნის მეურნეობები. ახალ ათონში მოქმედებდა 1 სანატორიუმი, 1 დასასვენებელი სახლი, 1 პანსიონატი და 3 ტურისტული ბაზა.
Description: ნაკრები "საქართველოს კურორტები" 25 ფოტო. ფურცელი 12, გამოცემის წელი უცნობია.
Owner: ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკა
Appears in Collections:ქალაქ ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკა

Files in This Item:
File Description SizeFormat 
Geo.press 0034.jpgრექტო132.89 kBJPEGThumbnail
View/Open


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.