Please use this identifier to cite or link to this item: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/466679
Title: ბალნეო-კლიმატური კურორტი ჯავა
Other Titles: საქართველოს კურორტები
Authors: საქდესის ფოტოქრონიკა
Keywords: საქართველოს კურორტი
ჯავა
დაბა ჯავა
კურორტი ჯავა
ბალნეო-კლიმატური კურორტი ჯავა, სამაჩაბლო
სამაჩაბლო
საბავშვო სანატორიუმი
საქართველოს სსრ ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს კურორტთა მთავარი სამმართველოს სანატორიუმის შენობა
Publisher: საქდესი
Abstract: კურორტი ჯავა ცხინვალის რეგიონში, ჯავის მუნიციპალიტეტში მდებარეობს, კავკასიონის სამხრეთ კალთებზე, მდინარეების დიდი ლიახვის, ყვირილის და ჯეჯორის ხეობებში. ჯავა ამჟამად ოკუპირებულია რუსეთის მიერ. იგი ბალნეო-კლიმატური კურორტია, რომლის მთავარი სამკურნალო ფაქტორია მინერალური წყალი - ძაუ. მთებსა და ტყეებში ჩაფლული ეს ულამაზესი კურორტი შესანიშნავია ბუნებაში დასვენების მოყვარულთათვის. გარდა ბუნების მშვენიერებისა კურორტ ჯავის ტერიტორიაზე საინტერესო კულტურული ძეგლებიც გვხვდება. აქ აღმოჩენილია ქვის ხანის გამოქვაბულ-საცხოვრისები, ნახავთ აგრეთვე შუასაუკუნეების რამდენიმე კოშკსა და ეკლესიათა ნაშთებს. დაბა ჯავა ჯავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრია. თავად ჯავის რაიონის ტერიტორიაზე აღმოჩენილია ქვის, ბრინჯაოსა და რკინის ხანის ნასახლარები და სამაროვნები. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადიოდა ტრანსკავკასიური მაგისტრალი, რომელიც სამხრეთ კავკასიას როკის გვირაბით ჩრდილოეთთან აკავშირებს. ჯავის რაიონი გამოირჩევა მრავალფეროვანი ბუნებითა და კულტურული ძეგლების სიმრავლით. მთები, ტყეები, ულამაზესი ტბები და ჩანჩქერები, შუასაუკუნოვანი ტაძრები და ციხე-კოშკები მიმზიდველ გარემოს ქმნის მოგზაურთათვის. ჯავის ერთ-ერთი პოპულარული ადგილია სოფლებს - ბითეთსა და სარიტათს შორის მდებარე ერწოს ტბა, რომელიც ულამაზეს სანახაობას წარმოადგენს, როგორც გაზაფხულის სიმწვანეში, ასევე შემოდგომის ფერადოვნებისას.
Description: ნაკრები "საქართველოს კურორტები" 25 ფოტო. ფურცელი 20, გამოცემის წელი უცნობია.
Owner: ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკა
Appears in Collections:ქალაქ ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკა

Files in This Item:
File Description SizeFormat 
Geo.press 0041.jpgრექტო112.54 kBJPEGThumbnail
View/Open


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.