Please use this identifier to cite or link to this item: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/471897
Title: საქართველოს ბანკის მისალოცი შობა-ახალი წლის ბარათი
Other Titles: დასავიწყებლად გამეტებული ბარათები
Keywords: ბარათი
მისალოცი ბარათი
საახალწლო მისალოცი ბარათი
შობა-ახალი წლის მისალოცი ბარათი
"საიდუმლო თოვლის ბაბუს" მისალოცი ბარათი
Secret Santa
Issue Date: 2016
Abstract: „საიდუმლო სანტას“ თამაშის ტრადიცია დასავლეთიდან მოდის. პირველ საიდუმლო სანტად ქველმოქმედი, სახელად ლერი დინ სტიუარტია მიჩნეული. USA Today-ის მიხედვით, სტიუარტი 25 წლის განმავლობაში ანონიმურად ჩუქნიდა კანზასში მცხოვრებ ადამიანებს 100 დოლარიან ჩეკებს. 11 სექტემბრის ტერორისტული აქტის შემდეგ მან 100 დოლარიანი ჩეკების სახით, ჯამურად 25 000 დოლარი დაურიგა ნიუ იორკელებს. ანონიმური საჩუქრების ავტორის ვინაობა საზოგადოებისთვის კი მხოლოდ 2006 წელს გახდა ცნობილი. საქართველოში და აშშ-ში ამ თამაშს „საიდუმლოს სანტას“ სახელით იცნობენ, თუმცა ზოგიერთ ქვეყანაში მას სხვა სახელი ჰქვია. მაგალითად, გაერთიანებულ სამეფოში ამ თამაშს „კრის კრინგლის“ უწოდებენ, ირლანდიაში კი - „კრის კინდლის“. კანადაში, ავსტრალიასა და ავსტრიაში ამ თამაშის ზემოთ ჩამოთვლილ სამივე დასახელებას შეხვდებით. გერმანიაში მას “Wichteln-ს” უწოდებენ, რაც სიტყვა “Wichtel-დან“ მოდის და იგი გობლინად ან ელფად შეგვიძლია ვთარგმნოთ. „საიდუმლო სანტას“ თამაშის წესები შემდეგია: თამაშის მსურველები თავის სახელებს სხვადასხვა მეთოდით ათამაშებენ ერთმანეთში. საჩუქარი ანონიმურად უნდა აჩუქო მას, ვისი სახელიც ამოგივა. სწორედ ანონიმურობის წესის გამო ჰქვია თამაშს „საიდუმლო სანტა“. თურმე, თამაშის ზოგიერთ ვერსიაში, მოთამაშეები თავისი სანტის გამოცნობასაც კი ცდილობენ. ზოგიერთი წყაროს მიხედვით „საიდუმლო სანტა“ სკანდინავიის ქვეყნებიდან იღებს სათავეს. მას „ჯუკლაპს“ უწოდებენ. ჩვენთვის ცნობილი თამაშის წესებისგან განსხვავებით, თამაშის ამ ვერსიაში ადამაინები ერთმანეთს სახლის კართან უტოვებენ საჩუქრებს - აკაკუნებენ და გარბიან. დღეს „საიდუმლო სანტა“ იმდენად პოპულარული თამაშია, რომ სხვადასხვა ონლაინ პლათმორმების საშუალებით (მაგალითად Reddit) ადამიანები მას მთელი მსოფლიოს მასშტაბით თამაშობენ და საჩუქრებს უცხო ადამიანებს უგზავნიან. „საიდუმლო სანტას“ თამაშის მთავარი წესი და ამასთან მომხიბვლელობა ანონიმურობაში მდგომარეობს. ჩვენ ყველანი ვცდილობთ ჩვენი საჩუქარი ადრესატისთვის სასიამოვნო და აღმაფრთოვანებელი გახდეს. თამაშს სასიამოვნოს ის შეგრძნებაც ხდის, რომ მეორე ადამიანი შენზე ფიქრობს და ცდილობს, რაც შეიძლება მეტად გასიამოვნოს.
Description: საყოველთაო Secret Santa, საქართველოს ბანკისა და საქართველოს ფოსტის თანამშრომლობით 2017 წელს პირველად განხორციელდა (რეგისტრაცია 2016 წლის 11 დეკემბრიდან გამოცხადდა) და ამ წლების განმავლობაში ჯამში მთელი ქვეყნის მასშტაბით, 300 000-მდე მონაწილე იყო დარეგისტრირებული და ჩართული პროექტში. საყოველთაო Secret Santa-ს იდეა ეფუძნება საქართველოში უკვე კარგად ნაცნობ საახალწლო ტრადიციას, რომლის თანახმადაც პროექტში მონაწილეებმა მათთვის სრულიად უცნობ ადამიანებს საჩუქრები უნდა გაუგზავნონ და თავადაც დასაჩუქრდნენ. საყოველთაო Secret Santa-ს პროექტში ჩართული ადამიანები ახალ წელს კიდევ უფრო ჯადოსნურს ხდიან, რადგან მთელი გულით გაცემულ პატარა საჩუქარსაც დიდი ძალა აქვს. ყველას შეუძლია გახდეს სანტა, რათა ერთად მოვიყვანოთ ყველაზე თბილი ახალი წელი!
Owner: ლოლიტა ჭოლაძე {მაკულატურა)
Appears in Collections:ქალაქ ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკა

Files in This Item:
File Description SizeFormat 
BARATI 0353 b.jpgვერსო72.19 kBJPEGThumbnail
View/Open
BARATI 0353 a.jpgრექტო107.29 kBJPEGThumbnail
View/Open


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.