Please use this identifier to cite or link to this item: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/491355
Title: მამია და ქრისტინე ბერიშვილები ლევილში
Keywords: ჯგუფური
ბერიშვილი, მამია ნესტორის ძე (1917-2003)
ქრისტინე ბერიშვილი-ლეკრეკი
ქართველები უცხოეთში
ქართველი ემიგრანტი
ქართველები საფრანგეთში
ლევილი
ქართველი ექიმი 1941 წლის ომში
ქართველი პოლიტიკოსი
Abstract: ფოტოზე მარცხნიდან მესამე: ქრისტინე ბერიშვილი-ლეკრეკი, მამია ბერიშვილის მეუღლე. ქრისტინე ბერიშვილი აწარმოებდა ქართული ასოციაციის ფრანგულ ოქმებს, უვლიდა ლევილის ქართველთა საძმო სასაფლაოს. მეოთხე: მამია ბერიშვილი - ქართველი ექიმი და პოლიტიკოსი. საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის - ნოე რამიშვილის დისშვილი. 1941 წელს ომში ექიმად მსახურობდა. ომის შემდეგ, სამშობლოში აღარ დაბრუნებულა და უცხოეთში (საფრანგეთში) აგრძელებდა პარტიულ საქმიანობას. ლევილში დასახლდა. გახდა ლევილის ქართული კერის ასოციაციის თავმჯდომარე (1986). 1959 წლიდან საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის საზღვარგარეთული ბიუროს უცვლელი მდივანია და რაც ყველაზე მთავარია, მამია ბერიშვილი გახლდათ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის არქივის ერთ-ერთი მესვეური, მასვე ებარა ლევილში დაცული ემიგრანტული ქართული პრესისა და ლიტერატურის მეტად მდიდარი კოლექცია. 1996–1997 წლებში მამია ბერიშვილისა და მასთან ერთად საარქივო კომისიის წევრების ქართული პოლიტიკური ემიგრაციის თვალსაჩინო წარმომადგენლების კარლო ინასარიძის, გივი ზალდასტანიშვილის, გიორგი შარაშიძისა და გივი გაბლიანის დახმარებით პარიზიდან და ჰარვარდიდან საქართველოში დაბრუნდა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის სამთავრობო არქივი. სამშობლოს წინაშე ამ და სხვა დამსახურებისათვის მამია ბერიშვილს მიენიჭა საქართველოს საპატიო მოქალაქის წოდება
Description: გურამ შარაძის სახელობის ემიგრაციის მუზეუმი. გივი კობახიძის არქივი
Owner: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა
Appears in Collections:დეპოზიტარიუმი

Files in This Item:
File Description SizeFormat 
Givi_Kobakhidze_(589).jpg145.33 kBJPEGThumbnail
View/Open


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.