Please use this identifier to cite or link to this item: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/69789
Title: ტარიელ ზურაბიშვილის ჯვრისწერა
Keywords: ზურაბიშვილი, სალომე ლევანის ასული (1952- )
ზურაბიშვილი, არჩილ ივანეს ძე (1896-1964)
ზურაბიშვილი, ოთარ ლევანის ძე (1950- )
ზურაბიშვილი, ტარიელ არჩილის ძე (1930- )
Reinhard, Yvonne (1928-1992)
თაყაიშვილი, შალვა (შალიკო) (1932-1998)
საფრანგეთი
პარიზი
ქორწილი
ჯვრისწერა
ზურაბიშვილი, ნიკოლა გიორგის ძე (1936- )
ზურაბიშვილი, მილი არჩილის ასული (1934- )
კედია-ზურაბიშვილისა, ზეინაბ მელქისედეკის ასული (1921-2016)
Musso, Rachel (Ray) (1906-1982)
მიუსო-ზურაბიშვილისა, რეიჩელ (რეი) (1906-1982)
რეინჰარდ-ზურაბიშვილისა, ივონ (1928-1992)
Issue Date: 1955
Abstract: არჩილ ზურაბიშვილი – ინჟინერი. ივანე ზურაბიშვილისა და ნინო ნიკოლაძე-მაკაროვას უფროსი ვაჟი. დაიბადა ქუთაისში 1896 წლის 25 აპრილს. 1914 წელს დაამთავრა თბილისის მე-5 გიმნაზია და სწავლა განაგრძო მოსკოვის საარტილერიო სასწავლებელში. პირველი მსოფლიო ომის დროს იბრძოდა რუსეთის არმიის შემადგენლობაში. რევოლუციის შემდეგ საქართველოში დაბრუნდა და სამსახური განაგრძო ერთ-ერთ ქართულ სამხედრო უწყებაში, რომელსაც გენერალი ივანე ჯაფარიძე განაგებდა. 1919 წელს საქართველოს მთავრობამ სხვა ახალგაზრდებთან ერთად გაგზავნა საფრანგეთში სასწავლებლად. 1922 წელს სწავლა დაასრულა გრენობლის ელექტრო-ტექნიკურ ინსტიტუტში. საქართველოში აღარ დაბრუნებულა. მსახურობდა როლს-როისის საზოგადოებაში. 1928 წელს პარიზში შოთა ნიკოლაძესთან ერთად აღადგინა სპორტული საზოგადოება „შევარდენი“. ინჟინერ აპოლონ კობახიძესთან ერთად დააარსა „საფრანგეთში მყოფ ქართველ ინჟინერთა და ტექნიკოსთა საზოგადოება“. გარდაიცვალა 1964 წლის 19 იანვარს, პარიზში. ტარიელ ზურაბიშვილი – ინჟინერი. არჩილ ზურაბიშვილისა და რეიჩელ (რეი) მიუსოს ვაჟი. ივანე და ნინო ზურაბიშვილების შვილიშვილი. ნიკოლა ზურაბიშვილი – კომპოზიტორი. გიორგი ზურაბიშვილისა და ნატალი ფონ პელკენის ვაჟი. ტარიელ ზურაბიშვილის ბიძაშვილი. შალვა თაყაიშვილი – ქართველი ემიგრანტი. ივონ რეინჰარდი – ტარიელ ზურაბიშვილის მეუღლე. ზეინაბ კედია – საქართველოს რესპუბლიკის უშიშროების მინისტრის, მექი კედიასა და აგრაფინა თავართქილაძის ქალიშვილი. ემიგრაციაში 1921 წლიდან. მეუღლე – ლევან ზურაბიშვილი. რეი მიუსო – არჩილ ზურაბიშვილის მეუღლე. მილი ზურაბიშვილი – იურისტი. არჩილ ზურაბიშვილისა და რეი მიუსოს ქალიშვილი. სალომე და ოთარ ზურაბიშვილები – ლევან ზურაბიშვილისა და ზეინაბ კედიას შვილები.
Description: მარცხნიდან 1-ლ რიგში: სალომე და ოთარ ზურაბიშვილები. მე-2 რიგში: მე-2 – სავარაუდოდ მილი ზურაბიშვილი, ტარიელ ზურაბიშვილი და ივონ რეინჰარდი (ახალდაქორწინებულები).მე-3 რიგში: მე-2 – სავარაუდოდ რეი მიუსო. მე-4 რიგში: მე-2 – შალვა თაყაიშვილი, მე-3 – ნიკოლა ზურაბიშვილი, მე-4 – არჩილ ზურაბიშვილი, მე-5 – ზეინაბ კედია. გადაღებულია პარიზში, 1955 წელს.
Owner: სალომე ზურაბიშვილი
Appears in Collections:ქართველები საზღვარგარეთ

Files in This Item:
File Description SizeFormat 
Salome_Otar_Zurabishvilebi (2).jpg259.08 kBJPEGThumbnail
View/Open


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.