ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/77845
სათაური: აკაკი და თამარ პაპავები
ავტორები: Giffey, H.
საკვანძო სიტყვები: პაპავა, აკაკი (1890-1964)
გოგოლაშვილი-პაპავა, თამარ სიმონის ასული (1888-1976)
ემიგრანტები
რეზიუმე: აკაკი პაპავა - მწერალი, ჟურნალისტი და სოციალისტ–ფედერალისტთა პარტიის წევრი. 1922 წელს აკაკი პაპავა გერმანიაში, ბერლინში მიემგზავრება. 1923 წელს ოჯახიც უერთდება და მეუღლესთან, თამართან ერთად უცხოეთში იწყებს ერთობლივ ლიტერატურულ და მეცნიერულ საქმიანობას. აკაკი პაპავა გარდაიცვალა არგენტინაში. ანდერძის თანახმად, გადმოასვენეს საფრანგეთში და პარიზთან ახლოს ლევილში, ქართველთა სავანეში დაკრძალეს. თამარ პაპავა - მწერალი, აკაკი პაპავას მეუღლე და ცნობილი ქართველი მსახიობის – სიმონ გოგოლაშვილის ქალიშვილი. აღნიშვნის ღირსია პაპავების ღვაწლი უცხოეთში გაბნეული ქართული რელიქვიებისა და არტეფაქტების მოძიებისა და გადარჩენის საქმეში. მათ შორის თბილისის სიონის საკურთხევლის ოქროსა და ვერცხლის მკედით ნაქარგი გადასაფარებელი, რომელსაც აკაკი პაპავა 1937 წელს ბერლინში წააწყდა. ქართველმა ემიგრანტებმა იგი შეიძინეს – ინახებოდა პაპავების ოჯახში. დიდი ხნის შემდეგ, რეზო თაბუკაშვილის ხელით, საქართველოში დაბრუნდა და დღეს ხელოვნების მუზეუმშია დაცული
აღწერილობა: ფოტო გადაღებულია ჰამბურგში, გადაღების თარიღი უცნობია
მფლობელი: ლილი საყვარელიძე
შესულია კოლექციებში:ქართველები საზღვარგარეთ

ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი აღწერილობა ზომაფორმატი 
Sakvarelidze_12.jpg852.75 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა


საავტორო უფლება