Please use this identifier to cite or link to this item: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/91140
Title: ნიკოლოზ (კოლა) ერისთავი, ანასტასია (ტასო) ციციშვილი, მართა ვაჩნაძე, ვახტანგ ციციშვილი, შალვა და მართა ერისთავები
Keywords: ჯგუფური
ახალგორი
ერისთავი, შალვა ნიკოლოზის ძე (1897-1921)
ერისთავი, ნიკოლოზ (კოლა) დავითის ძე (1866-1929)
ციციშვილი, ანასტასია (ტასო) გიორგის ასული (1864-?)
აშხაცავა, სიმონ
Issue Date: 1916
Abstract: ნიკოლოზ (კოლა) ერისთავი - ქსნის ერისთავთა რეზიდენციის ბოლო მეკვიდრე. ცნობილი დეკლამატორი, რომელიც ილია ჭავჭავაძის ნაწარმოებებსაც კარგად კითხულობდა. მიუხედავად ასაკობრივი სხვაობისა, კოლა ერისთავი ახლომეგობრულ ურთიერთობაში იყო ილიასთან და მუდმივი სტუმარი ყოფილა საგურამოში ილიაობის აღსანიშნავად გამართული ტრადიციული წვეულებებისა, რომელზეც, მწერლის პატივსაცემად, ქართული ინტელიგენციის რჩეული წარმომადგენლები იყრიდნენ თავს. ლხინს თან სდევდა “სიტყვა თამაში, სიტყვები, ექსპრომტები, მოსწრებულიუ ლაპარაკი და ბოლოს კოლა ერისთავისაგან წარმოთქმული მშვენიერ კილოზე ჩვენი პოეტების ლექსები, ილიას და აკაკის პოემები”(ს.მგალობლიშვილი, მოგონებები, თბ.1938. გვ.168). კოლა ერისთავი ერთი პერიოდი მსახურობდა ქიზიყის მხარეში, იყო საქართველოს თეატრალური საზოგადოების თავმჯდომარე, ხშირად მართავდა თეატრალურ წარმოდგენებს ახალგორის ერისთავთა სასახლეში. შალვა ერისთავი - ქსნის ერისთავთა შთამოავალი ნიკოლოზ (კოლა) ერისთავის ვაჟი. შალვა ერისთავი იყო ფეხბურთელი და იუნკერი. დაიღუპა კოჯორ-ტაბახმელას ფრონტზე 1921 წლის 24 თებერვალს.
Description: მარჯვნიდან პირველ რიგში: ნიკოლოზ (კოლა) ერისთავი, მეუღლე ანასტასია (ტასო) ციციშვილი, მართა ვაჩნაძე. მეორე რიგში მარჯვნიდან დგას: კატო (მოახლე რომელიც ერისთავების ოჯახში მუშაობდა), კოლაზე. შალვა ერისთავი და მისი და თამარი შვილთან სიმონ აშხაცავასთან ერთად. უკანა რიგის დანარჩენი პირების ვინაობა უცნობია.
Owner: მაია გუგუნავა
Appears in Collections:ეროვნული ფოტომატიანე



Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.