Please use this identifier to cite or link to this item: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/114259
Title: ოლგა შერბატოვა-ჯორჯაძე
Keywords: შერბატოვა-ჯორჯაძე, ოლგა
პორტრეტი
Abstract: ილგა შერბატოვა - მერაბ ჯორჯაძის მეუღლე. შჩერბატოვა რუს დიდგვაროვანთა გამოჩენილი ოჯახიდან იყო; მამამისმა, პავლე შჩერბატოვმა, მოსკოვში ისტორიის მუზეუმი დააარსა, რომელიც დღესაც წითელ მოედანზე მდებარეობს. დედამისის პაპა, ალექსანდრე ბარიატინსკი, კავკასიაში ცარისტული რუსეთის გენერალ–გუბერნატორი იყო, რომელსაც შამილი დანებდა. ამ წყვილის ქორწინების პირველი წლები მეორე მსოფლიო ომს დაემთხვა. პარიზის ოკუპირების შემდეგ გერმანულმა ჯარებმა ბელგიაც დაიკავეს და მერაბი და ოლგა ანტიფაშისტურ ბრძოლაში ჩაებნენ. თუმცა მერაბ ჯორჯაძე ბელგიის განთავისუფლებას ვერ მოესწრო. 1943 წელს იგი სერიოზულად გახდა ავად და გარდაიცვალა. სასიკვდილო სარეცელზე მყოფმა, მეუღლეს სთხოვა, მოეტანა ის ქართული ჯვარი, რომელიც ოლგამ დედისაგან მიიღო, აკოცა ჯვარს და თქვა: “ის, რაც ერს ეკუთვნის, მასვე უნდა დაუბრუნდეს”. საბოლოოდ, ოლგამ შეძლო მეუღლის ბოლო სურვილი აღესრულებინა და ჯვარი საქართველოში დააბრუნა
Description: გადაღების თარიღი უცნობია
Owner: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა
Appears in Collections:ქართველები საზღვარგარეთ

Files in This Item:
File Description SizeFormat 
olgap.jpg261.44 kBJPEGThumbnail
View/Open


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.