ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/114259
სათაური: ოლგა შერბატოვა-ჯორჯაძე
საკვანძო სიტყვები: შერბატოვა-ჯორჯაძე, ოლგა
პორტრეტი
რეზიუმე: ილგა შერბატოვა - მერაბ ჯორჯაძის მეუღლე. შჩერბატოვა რუს დიდგვაროვანთა გამოჩენილი ოჯახიდან იყო; მამამისმა, პავლე შჩერბატოვმა, მოსკოვში ისტორიის მუზეუმი დააარსა, რომელიც დღესაც წითელ მოედანზე მდებარეობს. დედამისის პაპა, ალექსანდრე ბარიატინსკი, კავკასიაში ცარისტული რუსეთის გენერალ–გუბერნატორი იყო, რომელსაც შამილი დანებდა. ამ წყვილის ქორწინების პირველი წლები მეორე მსოფლიო ომს დაემთხვა. პარიზის ოკუპირების შემდეგ გერმანულმა ჯარებმა ბელგიაც დაიკავეს და მერაბი და ოლგა ანტიფაშისტურ ბრძოლაში ჩაებნენ. თუმცა მერაბ ჯორჯაძე ბელგიის განთავისუფლებას ვერ მოესწრო. 1943 წელს იგი სერიოზულად გახდა ავად და გარდაიცვალა. სასიკვდილო სარეცელზე მყოფმა, მეუღლეს სთხოვა, მოეტანა ის ქართული ჯვარი, რომელიც ოლგამ დედისაგან მიიღო, აკოცა ჯვარს და თქვა: “ის, რაც ერს ეკუთვნის, მასვე უნდა დაუბრუნდეს”. საბოლოოდ, ოლგამ შეძლო მეუღლის ბოლო სურვილი აღესრულებინა და ჯვარი საქართველოში დააბრუნა
აღწერილობა: გადაღების თარიღი უცნობია
მფლობელი: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა
შესულია კოლექციებში:ქართველები საზღვარგარეთ

ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი აღწერილობა ზომაფორმატი 
olgap.jpg261.44 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა


საავტორო უფლება