ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/204657
სათაური: პროექტის „წიგნი ყველა სოფელს“ პრეზენტაცია
ავტორები: წიკლაური, თამარ
საკვანძო სიტყვები: პლაკატები
ახალი სპორტის სასახლე
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო
„წიგნი ყველა სოფელს", საქველმოქმედო პროექტი
პრეზენტაცია
ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდი
„ვისოლ ჯგუფი"
"პალიტრა L", გამომცემლობა
„ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა"
„დავითიანნი", საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდული მოძრაობა
"სტუდენტური ერთიანობა"
საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკა
მემორანდუმი
გამოცემის თარიღი: 19-May-2016
აღწერილობა: ახალ სპორტის სასახლეში სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პროექტის „წიგნი ყველა სოფელს" პრეზენტაცია მოეწყო. პროექტი „წიგნი ყველა სოფელს" 2 წლის მანძილზე სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდებოდა. პროექტის პარტნიორების „ვისოლ ჯგუფის", გამომცემლობა "პალიტრა L"-ის, „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის", ახალგაზრდული მოძრაობა - "დავითიანნისა" და საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკის აქტიური მხარდაჭერით 2 წლის განმავლობაში საერთო ჯამში შეგროვდა 35 ათასი წიგნი, რომელიც გადაეცა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მდებარე 200-მდე ბიბლიოთეკას. 2016 წელს კი პროექტი სამინისტროს ახალგაზრდული პოლიტიკის მართვის დეპარტამენტის ,,მზრუნველობამოკლებული და სოციალურად დაუცველი ბავშვებისა და ახალგაზრდების მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში განხორციელდა. სამინისტროსა და პროექტის პარტნიორებს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. 2016 წელს პროექტი განხორციელდა "სტუდენტური ერთიანობის", „ვისოლ ჯგუფის", გამომცემლობა "პალიტრა L"-ის , „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის", საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდული მოძრაობა - „დავითიანნისა" და საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკის მხარდაჭერით. 2016 წლის მაისიდან 5 თვის განმავლობაში სოციალურად დაუცველი ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის შეგროვდა წიგნები და უსასყიდლოდ დარიგდა მთელი საქართველოს მასშტაბით. წიგნების შესაგროვებლად, თბილისის მასშტაბით, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში სპეციალური ყუთები განთავსდა. "წიგნი ყველა სოფელს" საქველმოქმედო პროექტია და ნებისმიერ მსურველს შეეძლო წიგნები უკვე შერჩეულ ლოკაციებზე მიეტანა.
მფლობელი: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა
შესულია კოლექციებში:საქართველოს ბიბლიოთეკების ფოტომატიანე

ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი აღწერილობა ზომაფორმატი 
Wigni_Yvela_Sofels_Memorandumi (6).jpg218.92 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა


საავტორო უფლება