ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/313616
სათაური: "არგოს" მუზეუმი" სოფელ ჭყვიში / არქეოლოგიური მუზეუმი / ტურბაზა "არგო"
სხვა სათაური: საქართველოს ქალაქები
ვანი
Ванский раион
საკვანძო სიტყვები: ღია საფოსტო ბარათი
"არგოს" მუზეუმი
სოფელი ჭყვიში
ვანის მუნიციპალიტეტი
Музей "Арго" в с. Чквиши
"Argo" Musseum in the village of Tchkvishi
არქეოლოგიური მუზეუმი
Археологический музей
Archaeological Museum
ტურბაზა "არგო"
Турбаза "Арго"
Tourist Centre "Argo"
გამოცემის თარიღი: 1987
გამომცემელი: გამომცემლობა "ხელოვნება", თბილისი
რეზიუმე: 1984 წლის 24 ივლისს, ნაშუადღევს, ტიმ სევერინის ხომალდი, რომელმაც სამიათასი მილი გამოიარა, მშვიდობით მოაღწია კოლხეთს. ჭყვიშში, გალაკტიონის ეზოში სახელდახელოდ აღმართეს ქვის სტელა ქართულ-ინგლისურ-რუსული წარწერით. ჭყვიშში თავმოყრილი იყო რაიონის მოსახლეობა, დედაქალაქიდან, რესპუბლიკის ქალაქებიდან და რეგიონებიდან ჩამოსული სტუმრები.ტიმ სევერინს მიეგება თეთრ კაბაში გამოწყობილი თანამედროვე მედეა (საქართველოს თეატრალური ინსტიტუტის სტუდენტი ნინო კაციტაძე). "ჭყვიშის პორტიდან” დაიწყო ტიმ სევერინის მეცნიერული მოგზაურობა საქართველოს მიწაზე. პირველ რიგში იგი ეწვია ვანის არქეოლოგიურ გათხრებს. მან გამოთქვა იმედი, რომ ვანის არქეოლოგიური მონაპოვარი მას დიდად დაეხმარება არგონავტთა მითის, ისტორიულობის საბოლოოდ დამტკიცებაში. ვანის შემდეგ მან მოინახულა ნოქალაქევი და სვანეთი, სადაც ადგილობრივებმა გააცნეს თუ როგორ მოიპოვებდნენ მათი წინაბრები ცხვრის ტყავისგან ოქროს. 1984 წლის 2 აგვისტოს "არგონავტები” გამოემშვიდობნენ ვანს და ვანელებს, იყო აღტაცება და განშორების სინანული, გამოსამშვიდობებელი კონცერტი, "მრავაჟამიერი”, "სულიკო”, ინგლისური მეზღვაურული სიმღერები… იმავე დღეს, "არგო” ბათუმამდე მატარებლით ჩაიტანეს, აქედან კი ღამით, ხომალდმა "ტოვარიშჩმა” გააცილა სტამბულამდე. რამოდენიმე თვეში, "არგოს” ასლმა გალაკტიონის სახლ-მუზეუმის გვერდით სამუდამოდ დაიდო ბინა, სწრაფადვე გადაწყდა არგონავტების მუზეუმის აგებაც და ჭყვიშში, საქვეყნოდ სახელგანთქმული გალაქტიონის და ტიციანის სახლ-მუზეუმის გვერდით ამოუდგა არგონავტების მუზეუმი, მაგრამ ხანმოკლე გამოდგა მისი არსებობა, იგი რამოდენიმე წლის შემდეგ ხანძარმა შთანთქა.
აღწერილობა: მოკლე საინფორმაციო ბუკლეტი ვანის რაიონზე, 12 ბარათით.
მფლობელი: ლოლიტა ჭოლაძე
შესულია კოლექციებში:ქალაქ ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკა

ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი აღწერილობა ზომაფორმატი 
BARATI=0057b.jpgვერსო38.9 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა
BARATI=0057a.jpgრექტო84.99 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა


საავტორო უფლება