ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/36581
სათაური: წერილი დავით საღირაშვილისადმი
ავტორები: ივანიცკი (ინგილო), რაფიელ
საკვანძო სიტყვები: საღირაშვილი, დავით ალექსის ძე (1887-1962)
ივანიცკი (ინგილო), რაფიელ (1886-1966)
წერილი
ხელნაწერი
ემიგრანტი
ემიგრაცია
ემიგრანტული ჟურნალისტიკა
სტრუვე, პეტრე ბერნგარდის ძე (1870-1944)
Струве, Пётр Бернгардович (1870-1944)
სოლოვეი, ვლადიმერ
დემეტრაშვილი, ალექსანდრე
Соловейб Владимир
Mars, Helene
მარსი, ჰელენ
გამოცემის თარიღი: 9-Nov-1958
რეზიუმე: დავით ალექსის ძე საღირაშვილი – ქართველი სამხედრო, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე. სოციალ-დემოკრატი. 1908-1910 წწ. იბრძოდა სპარსეთში. რევოლუციური საქმიანობისთვის რამდენჯერმე იყო დაპატიმრებული და გადასახლებული. პირადად იცნობდა სტალინს. 1918 წელს არჩეულ იქნა საქართველოს ეროვნული გვარდიის მეთაურის მოადგილედ. 1920 წელს, გრიგოლ ურატაძესთან ერთად მონაწილეობდა რუსეთ-საქართველოს სამშვიდობო მოლაპარაკებებში, რომელიც 7 მაისის ე.წ. "მოსკოვის ხელშეკრულებით" დაგვირგვინდა. გასაბჭოების შემდეგ, ბოლშევიკებმა დააკავეს და მეტეხის ციხეში 16 თვიანი პატიმრობის შემდეგ, 1922 წელს, 61 სხვა პატიმართან ერთად გერმანიაში გაასახლეს. 1927 წლიდან უპარტიო. აქტიურად თანამშრომლობდა ემიგრანტულ პრესასთან. 1957-1958 წლებში, მიუნხენში არჩილ მეტრეველთან ერთად გამოსცემდა გაზეთს "სამშობლოს განთავისუფლებისათვის". რაფიელ ივანიცკი (ინგილო) – ქართველი ემიგრანტი. იურისტი, მთარგმნელი, დიპლომატი, საკათალიკოსო საბჭოს წევრი. კათალიკოს ამბროსის დავალებით რამდენიმე წლის განმავლობაში იმყოფებოდა რომის პაპის კარზე, როგორც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დესპანი. მადრიდის რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღვარი. ალექსანდრე დემეტრაშვილი – ქართველი ემიგრანტი, სასულიერო პირი. ვლადიმერ სოლოვეი – აღმოსავლური ტიპიკონის კათოლიკური ეკლესიის მღვდელი.
აღწერილობა: 1 ფურცელი. ტექსტი – ხელნაწერი, ქართულ ენაზე. მოხსენიებული პირები: პეტრე სტრუვე, ალექსანდრე დემეტრაშვილი, ვლადიმირ სოლოვეი. ჰელენ მარსი.
მფლობელი: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა
შესულია კოლექციებში:დავით საღირაშვილის არქივი

ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი აღწერილობა ზომაფორმატი 
23.4(44)_recto.jpgრექტო798.36 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა
23.4(44)_verso.jpgვერსო665.17 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა


საავტორო უფლება