ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/469153
სათაური: ვარლამ გოდუაძე (ბოცორია)
საკვანძო სიტყვები: პორტრეტი
გოდუაძე, ვარლამ
ბოცორია
აღწერილობა: ბათუმში, ღვთისმშობლის შობის ეკლესიის შესასვლელთან დგას ქანდაკება, ეს პიროვნება გამორჩეული მოხუცი ამ ეკლესიასთან იდგა წლების მანძილზე ხელგაწვდილი და მოწყალებას ითხოვდა.საოცრად თავმდაბალი და კეთილი მოხუცი გამორჩეულად უყვარდა თურმე ყველას. მოწყალებით ნაშოვნი ფულიდან თავისთვის არაფერს იტოვებდა- ჩუქნიდა ბავშვებს და სხვა ხელგაწვდილებს... შეგროვილი თანხის ნაწილი ეკლესიას მოახმარაო. ამ ფულით ეკლესიის ეზოში ავზი გაუკეთებიათ, საიდანაც ნაკურთხი წყალი მოედინება. "ბოცორი"- ასე ეძახდნენ ამ კეთილშობილ მოხუცს. მისი ნამდვილი სახელი იყო ვარლამ გოდუაძე. იმერეთიდან იყო წარმოშობითი-თქვეს. ერთხელაც თურმე მან უბინაო და ძალიან ღარიბი ახალგაზრდა შეიკედლა. ღამის გასათევიც მისცა და დასაპურებელიც. სიკეთეს ბოროტებით უპასუხა თურმე იმ ყმაწვილმა- დაახრჩო მოხუცი გამოძალვის მიზნით. ცრემლად დაიღვარა თურმე ყველა ადამიანი, ვინც " ბოცორიას" მკვლელობის ამბავი გაიგო. უამრავი ადამიანი მისულა მის დაკრძალვაზე. ეს ადამიანი ბათუმში ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიის ეზოში განისვენებს. ალბათ გაინტერესებთ,რა ბედი ეწია მკვლელს.სასამართლომ თურმე სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. იმერეთიდან ჩამოსულმა "ბოცორიას" დამ მკვლელის გათავისუფლება ითხოვა: ჩემი ძმა არ ისურვებდა, მის გამო ვინმე რომ დასჯილიყოო! და დამნაშავე სასამართლოს დარბაზიდან გაანთავისუფლეს.
მფლობელი: ბათუმი
შესულია კოლექციებში:ბათუმის აკაკი წერეთლის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის ფოტომატიანე

ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი აღწერილობა ზომაფორმატი 
bocoria.jpg81.76 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა


საავტორო უფლება