ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/6854
სათაური: ნიკოლოზ ქართველიშვილი
ავტორები: როინაშვილი, ალექსანდრე
Роинов, Александр Соломонович
საკვანძო სიტყვები: პორტრეტი
ქართველიშვილი, ნიკოლოზ გიორგის ძე (1872-1922)
რეზიუმე: ნიკოლოზ ქართველიშვილი – ქართველი მუსიკალური მოღვაწე. მუსიკალური განათლება მიიღო პარიზის კონსერვატორიაში, თუმცა თბილისის გიმნაზიის დამთავრების შემდეგ ერთხანს სწავლობდა მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. პარიზიდან ქართველიშვილი დაბრუნდა თბილისში და მთლიანად მიეცა საზოგადოებრივ მოღვაწეობას. კერძოდ, თავისი ხარჯით შეადგინა ახალგაზრდობისაგან გუნდი, რომელიც კონცერტებს მართავდა საქართველოსა და ამიერკავკასიის სხვადასხვა ქალაქებში. ამ გუნდში დადიოდა შემდგომში ცნობილი მომღერალი სანდრო კავსაძე. წლების მანძილზე ხელმძღვანელობდა ქართული დრამატულ საზოგადოებას. აღსანიშნავია, რომ მისი დირიჟორობით დაიდგა კომპოზიტორ გოგნიაშვილის პირველი ქართული ოპერა „ქრისტინე“. 1920-1921 წლებში იყო თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის კომისარი
აღწერილობა: გადაღების ადგილი და თარიღი უცნობია
მფლობელი: ლიტერატურის მუზეუმი
შესულია კოლექციებში:ალექსანდრე როინაშვილის ფოტოკოლექცია

ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი აღწერილობა ზომაფორმატი 
83.kola giorgisdze qartvelishvili #4907.jpg540.44 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა


საავტორო უფლება